სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რაზეა დამოკიდებული ბავშვის ინტელექტი
18-11-2018
-
+


etaloni.ge გთავაზობთ ბოლო სამეცნიერო კვლევებს იმ ფაქტორების შესახებ რომლებიც ბავშვის IQ განსაზღვრავს. 

დნმ-ი ბავშვის ინტელექტს 40%-ით განსაზღვრავს

ბავშვის ინტელექტუალური შესაძლებლობები მემკვიდრეობითობაზე 40%-ით არის დამოკიდებული. ასეთი დასკვნა ავსტრალიელმა მეცნიერებმა გააკეთეს.

კვინსლენდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ავსტრალიაში, დიდი ბრიტანეთში, ნიდერლანდებსა და აშშ მცხოვრები 6-18 წლამდე ასაკის დაახლოებით 10 000 ბავშვის დნმ-ის მონაცემები და IQ-ს მაჩვენებელი შეისწავლეს. კვლევის მიზანი იყო დნმ-ის მონაცემებსა და ინტელექტის ტესტებს შორის კავშირის დადგენა. გაირკვა, რომ ბავშვის ინტელექტი 20-40%-ით გენეტიკურ ფაქტორთან არის დაკავშირებული. 

ინტელექტი ბავშვს დედის ხაზით გადაეცემა

ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვის ინტელექტუალური შესაძლებლობების პროგნოზირება მხოლოდ დედის მაჩვენებლების საფუძველზე შეიძლება. კვლევის მიხედვით, ბავშვისა და დედის IQ-ს დონეს შორის სხვაობამ საშუალოდ 15 პუნქტი შეადგინა, მაშინ როცა მამისა და შვილის ინტელექტის დონეს შორის აშკარა კავშირი არ გამოვლენილა.

კვლევები კემბრიჯისა და ულმის უნივერიტეტებმა და გლაზგოს სამედიცინო კვლევებისა და საზოგადოების ჯანდაცვის სოციალურმა საბჭომ ჩაატარეს.

ე.წ „ინტელექტის გენი“ Х ქრომოსომაშია. რადგან ქალს ორი Х ქრომოსომა აქვს, ეს ნიშნავს, რომ დედას ორჯერ მეტი შანსი აქვს შვილს საკუთარი ინტელექტი გადასცეს.

ულმის უნივერსიტეტის კვლევამ კი აჩვენა, რომ მამის Х ქრომოსომა ბავშვის კოგნიტური უნარების ფორმირებაზე გავლენას ვერ ახდენს.

შაქრის ჭარბი მოხმარება ორსულობისა და ბუნებრივი სკვების დროს ბავშვის ინტელექტს აქვეითებს

ამერიკელმა ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს შაქრისა და შაქრისშემცველების გადაჭარბებული მოხმარება ბავშვების კოგნიტურ პრობლემებთან არის დაკავშირებული. 

Project Viva-ს მასშტაბურ კვლევაში 1000 ქალი მონაწილეობდა, რომელებიც ორსულად 1999 - 2002-წლებში იყვნენ. მეცნიერები მომავალი და მეძუძური დედების დიეტას ადევნებდნენ თვალყურს, რომ რამდენიმე წელიწადში სკოლამდელი ასაკის ბავშვების (3-დან 7-წლამდე) შემეცნებითი უნარები შეეფასებინათ. 

აღმოჩნდა, რომ ზედმეტი შაქრის შემცველი რაციონი, ბავშვის მახსოვრობასა და ინტელექტზე ნეგატიურად აისახება. კოგნიტური პრობლემები ძირითადად დაკავშირებული იყო, არავერბალური და ლოგიკური დავალებების ამოუხსნელობასთან და ასევე ზეპირ მეხსიერებასთან.

ფიზიკური აქტიურობა ბავშვებს უფრო ჭკვიანს ხდის

ესპანელმა მეცნიერებმა შეამოწმეს, როგორ იცვლება ტვინი რეგულარული ვარჯიშების გავლენით. მეცნიერებმა 101 ბავშვი გამოიკვლიეს. ყველა ბავშვს ზედმეტი წონა ჰქონდა. მოსწავლეები ორ ჯგუფად დაყვეს. პირველ ჯგუფს კვირაში ხუთჯერ 90  წუთი უნდა ევარჯიშა. მეორე ჯგუფის წევრები კი ტანვარჯიშით საერთოდ არ იყვნენ დაკავებულნი.

5-თვიანი დაკვირვების შემდეგ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მოვარჯიშე ბავშვების ტვინი რუხი ნივთიერების მატების ხარჯზე გაიზარდა. რუხი ნივთიერება კი სწავლეაზეა პასუხისმეგებელი. მეორე ჯგუფში არანაირი ცვლილება არ მომხდარა.

ასევე მოსწავლეებმა რომლებიც კარდიო -ფიტნესით იყვნენ დაკავებულნი, უფრო მაღალი საგამოცდო ქულები მიიღეს. საინტერესოა, რომ ძალისმიერ ვარჯიშებს მსგავსი ეფექტი არ უჩვენებია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება