სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წითელას შემთხვევების რაოდენობით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა
31-08-2018
-
+


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ 6 თვეში დაავადების 1000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. 

მონაცემების თანახმად, ევროპის იმ 7 ქვეყანას შორის, სადაც წელს წითელას შემთხვევები ყველაზე მეტად გაიზარდა, საქართველო სერბეთისა და უკრაინის შემდეგ, მესამე ადგილს იკავებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ მდგომარეობას დრამატულს უწოდებს, რადგან 2018 წლის პირველ 6 თვეში, ევროპაში თითქმის 8-ჯერ მეტი წითელას შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე მაგალითად, მთელი 2016 წლის განმავლობაში.

2018 წელს წითელათი დაინფიცირებული ადამიანებიდან 37 გარდაიცვალა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, მოქალაქეებს წითელას ვირუსზე აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, სურდო, ქუთუთოების შეწითლება, მოთეთრო-მონაცისფრო წერტილები ლოყის შიგნითა ნაწილზე - ეს ის პირველი სინპტომებია, რომელიც ამ მწვავე ინფექციურ-ვირუსულ დაავადებას ახასიათებს.  წითელას ფარული პერიოდი 8-10 დღე გრძელდება. დაახლოებით 3-4 დღეში იწყება გამონაყარის გაჩენა, რომელიც 6-7 დღეში ქრება, მაგრამ ლურჯი ლაქები რჩება. მცირეწლოვან ბავშვებში წითელას შეიძლება დაერთოს ფილტვების, ყურისა და სხვა ანთებები, მოზარდებში კი, შეიძლება, ტვინის ანთებაც გამოიწვიოს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება