სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სოფელ წერეთელში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს
31-08-2018
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, მან თავი ჩამოიხრჩო. ასევე, გავრცელებული ცნობით, ბიჭმა სახლში წერილებიც დატოვა, თუმცა მათი შინაარსი ჯერჯერობით უცნობია. გარდაცვლილი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი, დამატებითი დეტალები ზუსტდება. 

როგორც Etaloni.ge-ს მარნეულის №5 საჯარო სკოლის დირექტორმა ლელა ხარშილაძემ განუცხადა, მოსწავლეს დეპრესიის ან სტრესის ნიშნები არ ჰქონდა, მისი გარდაცვალების მიზეზი კი ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის:

„ჩვეულებრივი მოსწავლე იყო, ცოტა ხნის წინ ჩააბარა CAT-ის გამოცდები. ჰყავს და-ძმები და მშობლები, კარგი ოჯახიდან იყო. სკოლაში არასდროს კონფლიქტი არ ჰქონია. სხვადასხვა ვერსია ვრცელდება თვითმკვლელობის მიზეზთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ვერსიებით ვერ ვისაუბრებ.“-განაცხადა ხარშილაძემ. 

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება