სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თრუსოს ხეობაში დაკავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე გათავისუფლებულია
30-08-2018
-
+


თრუსოს ხეობაში დაკავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს. ისინი მცხეთის პოლიციაში გადაიყვანენ, სადაც გამოიკითხებიან:

„მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა. მადლობა წითელ ჯვარს და ყველა უწყებას, რომელიც გვერდში გვედგა. ნურცერთი დედა მოასწორს ღმერთმა მსგავს რამეს", - განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის დედამ.

შეგახსენებთ, რომ  თრუსოს ხეობაში 5 ქართველი ტურისტი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმმა გუშინ დააკავა. ქართველი ახალგაზრდები ლაშქრობაზე იყვნენ წასულები, რა დროსაც ასეთ გაუგებრობაში აღმოჩნდნენ. 

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა ყელის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის საქართველოს ხუთი მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა.

„ჯავას რაიონში, ყელის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის საქართველოს ხუთი მოქალაქე: 1988 წელს დაბადებული ბექა მაღრაძე, 1989 წელს დაბადებული ქეთევან მაღრაძე, 1992 წელს დაბადებული მზია გომური, 1997 წელს დაბადებული ვახტანგ გუბელაძე და 1996 წელს დაბადებული გია ბაღდოშვილი დააკავეს. ყველა დაკავებული თბილისში ცხოვრობს“, - განაცხადეს „უწყების“ პრესსამსახურში.

რაც შეეხება სოფელ ჭვრინისის მკვიდრის, 1951 წელს დაბადებული გიორგი ხარაზიშვილის დაკავებას, ის ანალოგიური ბრალდებით თიღვის რაიონის სოფელ ბალთაში დააკავეს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება