სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ გადაცურა კაცობრიობის ისტორიაში პირველად ჰენრი კუპრაშვილმა დარდანელის სრუტე მხედრული კოლხურით
30-08-2018
-
+


კაცობრიობის ისტორიაში პირველად ისტორიკოსმა, ჟურნალისტმა, პოლიტოლოგმა და მოცურავე ჰენრი კუპრაშვილმა 2002 წლის 30 აგვისტოს დარდანელის სრუტე მხედრული კოლხურით გადაცურა.

უძველესი ქართული სამხედრო–საწვრთნელი „მხედრული კოლხური“ ოთხგან ხელფეხშეკრულ ცურვას გულისხმობს. ჰენრი კუპრაშვილმა აღნიშნული ხერხით 3 საათსა და 15 წუთში, ქალაქ ეჯიაბათის პორტიდან აზიის კონტინენტზე სოფელ ქეფეზის მიმდებარედ 12 კილომეტრი იცურა. 

ჰენრი კუპრაშვილი ითვლება პირველ ქართველ საერთაშორისო მარათონელ მოცურავედ. Etaloni.ge-სთან ის იმ ამაღელვებელ წუთებს იხსენებს, როცა გამარჯვების მოპოვებას  ცდილობდა:

-კაცობრიობის ისტორიაში ეს პირველად ხდებოდა, ამიტომ პასუხისმგებლობა დიდი იყო. როგორ დამთავრდებოდა, არავინ ვიცოდით. წინასწარ კომისია შედგა, რომელშიც საქართველოს და თურქეთის წარმომადგენლები იყვნენ. ორი კატერი მომყვებოდა-ერთი ჟურნალისტებით დაკომპლექტებული, მეორეში-კომისიის წევრები ისხდნენ, რომლებიც გინესის რეკორდის დებულების შესაბამისად აღრიცხავდნენ ყველაფერს. მე ევროპის მხრიდან უნდა გადამეცურა აზიის კონტინენტისკენ. დასაწყისში, როცა ცურვა უნდა დამეწყო, იმდენად დიდი ტალღები იყო, რომ წყალში ძლივს ჩამიშვეს. ცოტა ხანში წვიმა დაიწყო, ქარი ამოვარდა და ტალღების ზომა გაიზარდა. უკვე მეორე ნაპირზე მდებარე კოშკს, რომელიც ორიენტირი იყო, ვეღარ ვხედავდი. ამავე დროს სათვალეში, რომელიც მეკეთა, წყალი შევიდა. ბრმად მივცურავდი.  დაახლოებით ერთი საათი ვიცურე, შემდეგ კი მოვითხოვე, რომ სათვალე გაესწორებინათ. ეს ძალიან ფრთხილად მოხდა, რადგან კატერს, საიდანაც სათვალე ჩემმა მეუღლემ გამისწორა, არ უნდა შევხებოდი, თორემ ყველაფერი ჩაშლილად გამოცხადდებოდა. საბოლოოდ, ყველაფერმა წესების მიხედვით ჩაიარა და დავინახე, რომ ნაპირთან ვიყავი. მეგონა უკვე გადაცურული მქონდა. აღმოჩნდა, რომ იმ ნაპირს ვხედავდი, საიდანაც გამოვედი. წარმოიდგინეთ, ერთი საათის ცურვის მერე ეს რომ დავაფიქსირე, რა იმედგაცრუება იყო, თუმცა ძალღონე მოვიკრიბე შეუწყევეტელი ცურვის შედეგად, სამ საათსა და თხუთმეტ წუთში 12 კილომეტრი გადავცურე. ეს იყო გადაცურვის პირველი ფაქტი, რომელიც მხედრული კოლხურით ჩატარდა. 

- რას ნიშნავს მხედრული კოლხური და რატომ დაინტერესდით ცურვის ამ სახეობით?

- ფილმ „მამლუქშიც“ კია ნაჩვენები ცურვის ეს სახეობა, სადაც ბავშვები, რომელთაც იტაცებენ და ხელ-ფეხშეკრულებს ტყვედ ჰყიდიან, თავის გადარჩენას ცურვის ამ სახეობით ახერხებენ. მეგრელმა ბავშვმა თუ ხელ-ფეხშეკრულმა ცურვა იცოდა და გემიდან წყალში გადახტომასაც მოასწრებდა, სახლში დაბრუნებას ახერხებდა, რადგან კილომეტრები შეეძლო ასე ეცურა, თურქებს კი ეგონათ, რომ დაიხრჩობოდა. ეს ისტორია ბაბუამ მომიყვა, რომელიც ანაკლიასთან ახლოს მდებარე სოფელში მყავდა. სწორედ ამიტომ დავინტერესდი ამით. სხვათაშორის, მსოფლიოში ორი სამხედრო ცურვა არსებობს-კოლხური მხედრული და იაპონური სამხედრო ცურვა.  

- ამჟამად რას საქმიანობთ და რა გეგმები გაქვთ?

- სანამ „ლაგუნა ვერე“ არსებობდა, ცურვაში ჩემპიონატები ეწყობოდა, ბავშვები ემზადებოდნენ და მათგან ნაწილმა თბილისის ზღვაც გადაცურა, რითიც ჩემს მიერ დარდანელის სრუტის გადაცურვა აღნიშნა. მაგრამ „ლაგუნა ვერეს“ გაუქმების მერე, ამ სპორტის, კერძოდ მხედრული კოლხურით ცურვის განვითარება შეწყდა. ეს სამწუხაროა. ასევე, ტურისტული სააგენტოები მიკავშირდებიან და მეუბნებიან, რომ ტურისტებს ცურვის ეს სახეობა აინტერესებთ, სურთ სწავლა და სერთიფიკატების მიღება, თუმცა შესაბამისი აუზის არ ქონის გამო ეს ვერ ხერხდება. მანამდე ყოველდღიურად ვვარჯიშობ, სეზონის მიუხედავდ ორ კილომეტრს ვცურავ, 10-15 კილომტერს ლისის ტბაზე დავრბივარ, მსოფლიო ჩემპიონატებშიც ვიღებ მონაწილეობას. 2015 წელს ბათუმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიატლსა (4 უწყვეტი სერია - სროლა, ცურვა სირბილი) და ბიატლში (სირბილი, ცურვა, სირბილი) კი 2 ოქრო მოვიპოვე. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

ვაკანტური ადგილები მთელი საქართველოს მასშტაბით არის გამოცხადებული

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დედაენის სიყვარულით შექმნილი კალიგრაფიული სილამაზე - იანეულის სკოლის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე

„როცა ბავშვები დედამიწას იცავენ“ - ქუთაისის N20 სკოლის შთამაგონებელი ეკო-დღე მოეწყო

ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეების შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„ჟვანიას სკოლის როლი“ - ეშტიის მეორე საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, სკოლას საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ
 
საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება