სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დედაჩემთან არ დარეკოთ...“ - რას წერდა თრუსოს ხეობაში ლაშქრობის ერთ-ერთი მონაწილე დაკავებამდე
29-08-2018
-
+


თრუსოს ხეობაში ლაშქრობისას საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 5 ქართველი ტურისტიდან  ერთ-ერთი, მზია გომაური, აღნიშნულამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში წერდა:

„წავედი ყელიწადზე. ჰოდა, გთხოვთ, დედაჩემთან არ დარეკოთ ახლობლებმა ტექსტით: „სად დადის ეს გოგო?“. უთქვენოდაც ნერვიულობს“.

შეგახსენებთ, რომ დილას გავრცელებული ინფორმაციით, თრუსოს ხეობაში 5 ქართველი ტურისტი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა. ქართველი ახალგაზრდები ლაშქრობაზე იყვნენ წასულები, რა დროსაც ასეთ გაუგებრობაში აღმოჩნდნენ. 

ბოლო ინფორმაციით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა ყელის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის საქართველოს ხუთი მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა.

„ჯავას რაიონში, ყელის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის საქართველოს ხუთი მოქალაქე: 1988 წელს დაბადებული ბექა მაღრაძე, 1989 წელს დაბადებული ქეთევან მაღრაძე, 1992 წელს დაბადებული მზია გომური, 1997 წელს დაბადებული ვახტანგ გუბელაძე და 1996 წელს დაბადებული გია ბაღდოშვილი დააკავეს. ყველა დაკავებული თბილისში ცხოვრობს“, - განაცხადეს „უწყების“ პრესსამსახურში.

რაც შეეხება სოფელ ჭვრინისის მკვიდრის, 1951 წელს დაბადებული გიორგი ხარაზიშვილის დაკავებას, ის ანალოგიური ბრალდებით თიღვის რაიონის სოფელ ბალთაში დააკავეს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება