სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ ელოდებიან ბრიტანელი მშობლები ზაფხულის არდადეგების დასრულებას
29-08-2018
-
+


2 000 ბრიტანელი მშობლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ყოველი მეოთხე რესპოდენტი ზაფხულის არდადეგების დასრულებამდე დღეებს ითვლის. სოციოლოგიური კვლევა ცენტრმა- HelloFreshUK-მა ჩაატარა.

რესპოდენტების 28%-მა აღიარა, რომ სკოლის რუტინა მათ ცხოვრებას ბევრად ამარტივებს.

გამოკითხული  ოჯახების მესამედზე მეტი ამბობს, რომ ბავშვებს ძილის რეჟიმი დაერღვათ, დაახლოებით 20% კი აღნიშნავს, რომ გრძელი არდადეგების განმავლობაში ბავშვები ქაოტურად იკვებებოდნენ. 

მშობელთა 47% კი ელოდება, რომ სასწავლო წლის დაწყების შემდეგ ოჯახის კვების რაციონი გაჟანსაღდება, რადგან მშობლებს ბავშვების გასტრონომიული კაპრიზების ასრულება აღარ მოუწევთ. 

მშობლების 69%-მა აღნიშნა, რომ შვილების არდადეგების გამო პერიოდულად ოჯახური გეგმების შეცვლა უწევდათ.

რესპოდენტთა 40% კი აღიარებს, რომ ბავშვებისგან დაიღალა და გაღიზიანებულნი არიან, როდესაც ბავშვებს დღე არასაკმარისად აქვთ დატვირთული და დროს საკუთარი სურვილით განკარგავენ. 

„ახალი სასწავლო წელი - საუკეთესო დროა მთელი ოჯახის სწორ კვებაზე, ძილსა და საქმეებზე გადასაწყობად“,- აჯამებენ კვლევის ორგანიზატორები. 

მომზადებულია the independent - ის მიხედვით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება