სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სულიერებისთვის საშიშია“ – ტრენინგი, რომელიც გაუგებრობის მიზეზი გახდა, სახელმწიფო ახალგაზრდობის ცენტრმა აღადგინა
27-08-2018
-
+


„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა“ მანავის „მომავლის ბანაკის“ მესამე დღის სესია, რომელიც მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე შეაჩერა, კვლავ აღადგინა.

ტრენინგს, რომელიც ცოტა ხნით გადახედვისა და შესწავლის მიზნით შეჩერებული იყო, ორგანიზაცია Gydea გაეროს მოსახლეობის განვითარების ფონდის ეგიდით უძღვებოდა. მისი საწინააღმდეგო მიმართვა კი გურამ ფალავანდიშვილმა შეადგინა ბანაკის ერთ-ერთი მონაწილის მშობელზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც, ბანაკში ბავშვებს „სკოჩავდნენ“ და „მრუშობისკენ და გარყვნილებისკენ მიმართულ გაკვეთილებს“ უტარებდნენ, ასევე ესაუბრებოდნენ „მამაკაცის და დედაკაცის სასქესო ორგანოებზე“ და აქტივობა შეიცავდა „სულიერებისთვის ხიფათის შემცველ თამაშებს“.

ბრალდებას ტრენინგ-ორგანიზაცია Gydea ოპერატიულად გამოეხაურა და ფალავანდიშვილის მიმართვას ცრუ და ცილისმწამებლური უწოდა:

,,განცხადებაში მოყვანილი ფაქტები წარმოადგენს ტრენინგზე გამოყენებული სავარჯიშოების არასწორ ინტერპრეტაციას და ასევე შეიცავს ცრუ ინფორმაციას, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება ჩვენ მიერ განხორციელებულ სესიებს. სიცრუეა ინფორმაცია, რომ მოზარდებს წებოვან ქაღალდს არ აძრობდნენ ტრენერები მანამ, სანამ არ აღიარებდნენ იმას, რაც მათ სურდათ. სავარჯიშოში მონაწილეობა იყო მოხალისეობრივი… ტრენინგი ტარდება წინასწარ განსაზღვრული მოდულის შესაბამისად და ორგანიზაციის მუშაობის მანძილზე, არცერთ ბანაკში მსგავსი სავარჯიშო არ ყოფილა გამოყენებული’’.

საკითხის დეტალური შესწავლა გაეროს მოსახლეობის განვითარების ფონდის წარმომადგენელს, მარიამ ხოჭოლავას დაევალა.

„მარიან ხოჭოლავას ეთხოვა, შეესწავლა არსებული ვითარება და ცენტრში წარმოედგინა სიტუაციის ანალიზი. მასვე განემარტა, რომ სიტუაციის შესწავლისა და შეფასების მსვლელობაში დროებით შეჩერდებოდა ტრენინგების ჩატარება. ამ ეტაპზე კი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საბანაკე პროგრამას’’, - ნათქვამია ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ Etaloni.ge-სთვის მიწოდებულ განცხადებაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება