სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„რა გეგმები და მიზნები დაამთავრა ერთ დღეში...“ - ანაკლიის ფესტივალზე გარდაცვლილი ახალგაზრდის ლექტორი
25-08-2018
-
+


ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალ  Echowaves-ზე გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის, გიორგი ნიშნიანიძის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) ტრენერი, საქართველოს მენეჯერთა ასოციაციის პრეზიდენტი და ილიას უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი მიქანაძე აქვეყნებს, რომელსაც Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ეს არის უმაგრესი ბავშვი, გიორგი, ჩემი სტუდენტი.
ძალიან მაგარი ბავშვი, არანაირი „ბომჟი“, არანაირი ნარკომანი. ძალიან წესიერი, ზრდილობიანი და მონდომებული ადამიანი, თავისი წარმატებისთვის. კარგად მახსოვს.
გამთენიას ანაკლიაში გარდაიცვალა.
ფოტოს იმიტომ ვაზიარებ, რომ ეტყობა რა ჯანსაღი ბავშვიცაა და რომ ეს არის ტრაგედია.
არაფერი თქვათ და იფიქროთ ცუდი, უმაგრესი ბავშვი. ზუსტად ვიცი.
გავგიჟდი...
ეს არაა ფესტივალის ბრალი, არც გიორგის ბრალია. ნუ, ერთხელ, ორჯერ შვებიან ხოლმე, სამწუხაროდ და არცერთხელ არ უნდა ქნა ჭკვიანმა კაცმა. დარწმუნებული ვარ სისულელე მოუვიდა... მაგრამ... რამხელა გეგმები და მიზნები დაამთავრა 1 დღეში.
ინფორმირებაა საჭირო ხალხის.
გიორგის სული აცხონოს ღმერთმა...", - წერს გიორგი მიქანაძე.

შეგახსენებთ, ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალ  Echowaves-ზე 22 წლის მამაკაცი, გიორგი ნიშნიანიძე გარდაიცვალა. ის კავკასიის უნივერსიტეტში ჯანდაცვის ფაკულტეტზე სწავლობდა და სწავლას წელს ამთავრებდა. 

გიორგი ნიშნიანიძის ოჯახი სამტრედიაში ცხოვრობს. დედა, რომელიც გერმანულის სპეციალისტია, მე-12 სკოლის დირექტორი იყო. ეს სკოლა დაამთავრა გიორგიმაც. 

გავრცელებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალება შესაძლებელია ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციას უკავშირდებოდეს.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება