სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიხეილ ბატიაშვილი: „ახალგაზრდა, ნიჭიერი თაობის მონაწილეობით არის შესაძლებელი ძლიერი, თანამედროვე ეკონომიკის შექმნა“
25-08-2018
-
+


თბილისის საკრებულოს დარბაზში გოგონების საერთაშორისო ბანაკის „ქალები მეცნიერებაში“ დახურვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, განათლების, აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა სინტია ჰუგერმა და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელისაბედ რუდმა მიმართეს.

„დღეს ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა თქვენთან ერთად ყოფნა, რადგან კიდევ ერთხელ გავიზიაროთ ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი გოგონების სურვილი, რომ საკუთარი წვლილი შეიტანონ ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში. სწორედ ახალგაზრდა, ნიჭიერი თაობის მონაწილეობით არის შესაძლებელი ძლიერი, თანამედროვე ეკონომიკების შექმნა“, - ასე მიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხელ ბატიაშვილმა ახალგაზრდებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის, განათლების სისტემისთვის უპირველეს პრიორიტეტს წარმოადგენს ტექნოლოგიური საინჟინრო და საბუნებისმეტყველო განათლების ხარისხის გაძლიერება. მიმდინარეობს სტარტაპების დაფინანსება, ახალგაზრდებთან მჭიდრო პარტნიორობა და მათთან ერთად სიახლეების, ინოვაციების შექმნა. ამ პროცესში კი განსაკუთრებული მნიშვენლობა ენიჭება რესურსებზე თანაბარ წვდომას და გენდერულ ბალანსს. მან მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს სტრატეგიული პარტნიორობისთვის და მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერით განხორციელებული ინვესტიციები განათლების სფეროში ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდასა და უმუშევრობის დაძლევას. ეს ყველაფერი კი საქართველოს თანამოქალაქეების კეთილდღეობასა და ქვეყნის სტაბილურობაზე აისახება.

საქართველომ პირველად უმასპინძლა მსგავსი ტიპის საერთაშორისო ბანაკს გოგონებისთვის, სადაც იმყოფებოდნენ გოგონები საქართველოდან, ამერიკიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ბანაკი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ დააფინანსა და გაეროს ფონდმა GIRL UP-მა განახორციელა.

ბანაკის მიზანი იყო გოგონებში ხელი შეეწყო ტექნოლოგიების გამოყენებას და ისინი ამ მიზნით „ინტელის“, „გუგლის“, „მაიკროსოფტის“ შეთავაზებულ ახალ ტექნოლოგიებს გაეცნენ. ორაგნიზატორები იმედოვნებენ, რომ მონაწილე გოგონები მომავალში აუცილებლად გააკეთებენ არჩევანს ტექნოლოგიური და საინჟინრო პროფესიების მიმართულებით, რაზეც დღეს მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება