სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ანგელა მერკელის ვიზიტი გზას გაუხსნის ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას როგორც გერმანიასთან, ისე მთლიანად ევროკავშირთან“ - მიხეილ ბატიაშვილი
24-08-2018
-
+


„ქალბატონი ანგელა მერკელის ვიზიტი კიდევ უფრო წინ წასწევს ორმხრივ ურთიერთობებს, გზას გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის, ადამიანური რესურსის, ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას როგორც გერმანიასთან, ისე მთლიანად ევროკავშირთან“,- ასე აფასებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს. 

მინისტრის თქმით, ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა ისტორიულ მოვლენაა. 

„ჩემთვის განსაკუთრებით ფასეულია ის ურთიერთობები, რაც კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებში ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბდა და კვლავაც გრძელდება. თანამშრომლობის ამ პროცესში ისტორიულ მოვლენად მივიჩნევთ წელს მსოფლიო ინტელქტუალური ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე - ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას“,- აღნიშნავს მიხეილ ბატიაშვილი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება