სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საქართველოს შეუძლია იყოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა დუალური განათლების კუთხით“ - ანგელა მერკელი
24-08-2018
-
+


ანგელა მერკელი საქართველოში ვიზიტის მეორე დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. 

სტუდენტებმა გერმანიის კანცლერს სხვადასხვა საკითხზე დაუსვეს კითხვები. 

ერთ-ერთი მთავარი კითხვა, საქართველო-გერმანიის ურთიერთობები იყო სწავლისა და განათლების მხრივ. 

დუალურ განათლებაზე დასმულ კითხვაზე გერმანიის კანცლერმა ასე უპასუხა: 

„საქართველოს შეუძლია იყოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა დუალური განათლების მხრივ. ვფიქრობ, ახალგაზრდების პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვნია. გერმანიის გამოცდილება გვეუბნება, რომ თუ გინდათ წარმატებული ვიყოთ, აუცილებელია არა მარტო უმაღლეს განათლებაში წარმატება, არამედ პროფესიული განათლებაც. ამ მიმართულებით, საქართველო შესაძლოა იყოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა. 

გერმანია მზად არის, ამ დარგში ძალიან მჭიდროდ ითანამშრომლოს. გერმანული საწარმოები იქნება მაგალითი, რომ სხვებმაც მიბაძონ და ინვესტიციები ჩადონ ან მიმართულებით. ჩვენთან არის ერთ-ერთი ფირმა, რომელიც სასწავლო წიგნებს გამოსცემს და ისიც მზად არის საქართველოსთან ითანამშრომლოს“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა.

ამის გარდა, მერკელმა საქართველოს ევროპულ მომავალზე, რუსეთზე, ოკუპაციასა და გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტების შექმნაზე ისაუბრა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება