სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აუტიზმის მქონე ბავშვი ქუთაისის აეროპორტიდან უფასოდ გაფრინდება
23-08-2018
-
+


„აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი და მისი მშობელი, რომლებიც ბავშვის გაღიზიანების გამო ბორტზე არ აუშვეს, შემდეგი რეისით, 26 აგვისტოს ათენში უფასოდ გაფრინდებიან,“ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

დილას გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის დედა, ნანა ანთიძე ამბობდა, რომ 23 აგვისტოს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავში არ აუშვეს. ოჯახი საბერძნეთში ცხოვრობს და სწორედ იქ ბრუნდებოდნენ.

მშობლის თქმით ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ბორტზე არ აუშვა, ხოლო აეროპორტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა რეგისტრაციის უფლებაც არ მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ ფრენამდე ორი საათით ადრე ბავშვი უკვე დამშვიდებული იყო და ეს ექიმებმა წერილობითაც დაადასტურეს. 

მომხდარის შემდეგ ნანა ანთიძე ითხოვდა, რომ 26 აგვისტოს, უახლოესი რეისით გაფრენის საშუალება მიეცათ, თუმცა ამისთვის დამატებითი თანხის გადახდა მოსთხოვეს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მომხდარი დაადასტურა. მათი განმარტებით, ბავშვის შეტევას შეესწრო ხომალდის მეთაური და ბორტზე მის ასაყვანად შესაბამისი სამედიცინო დასკვნა მოითხოვა.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში განაცხადეს, ეკიპაჟის მეთაურმა მოითხოვა შესაბამისი სამედიცინო ცნობა ინგლისურ ენაზე, რომ ბავშვისთვის ფრენა საშიში არ არის და არც სხვა მგზავრებს შეუქმნიდა ფრენისას დისკომფორტს.

„ბუნებრივია, აეროპორტის ექიმის კომპეტენცია მსგავსი ცნობის გაცემისგან მოკლებულია. თავად ბავშვის მშობელს კი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა არ გააჩნდა. შესაბამისად, ავიაკომპანიის ხომალდის მეთაურმა ბორტზე მგზავრის დაშვებისგან თავი შეიკავა“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება