სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სავალდებულოა თუ არა აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სკოლებსა და ბაღებში
23-08-2018
-
+


მას შემდეგ, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან სავალდებულო აცრებზე ისაუბრა, კითხვა-სკოლებსა და ბაღებში ვაქცინაციის გარეშე მოსწავლეთა და აღსაზრდელთა მიღება შესაძლებელი იქნება თუ არა, აქტუალური გახდა. 

როგორც Etaloni.ge-ს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა, ბაღებში აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ იქნება: 

„ჩვენ ვმოქმედებთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად და ყველა მშობელს ვაწვდით ინფორმაციას, რომ ბავშვებს აცრა ჩაუტარონ. ამასთანავე, რეგისტრაცის დროს, მშობლებს ჯანმრთელობის ცნობის წარდგენას ვთხოვთ, სადაც ასახულია აცრების ისტორია. თუმცა ჩვენს ბაღებში აცრების ჩატარება სავალდებულო არ არის,“-განმარტა გვანცელაძემ. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით კი ბავშვების მშობლებს მხოლოდ რეკომენდაცია ეძლევათ დროულად უზრუნველყონ შვილებისთვის აცრების ჩატარება:

„წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის № 41 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აღნიშნული პროცესისათვის ხელშეწყობის მიზნით, დაევალა ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოვლენა და ინფორმაციის მიწოდება სჯდ ცენტრებისათვის;

აღნიშნული ხორციელდება სკოლის ექიმების მიერ ყველა კლასში. აუცრელი ბავშვების მშობლებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროულად უზრუნველყონ შვილებისთვის აცრების ჩატარება.
მოსწავლის სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალში არ არის გეგმიური აცრების ჩატარების თაობაზე გაცემული ცნობა“, - აღნიშნავენ სამინისტროში. 

ცნობისთვის, საქართველოში წითელას ვაქცინაცია 40 წლამდე ასაკის მოქალაქეთათვის უფასოა,  40 წელს ზემოთ პირს კი ვაქცინაციის გაკეთება უფასოდ მაშინ შეუძლია, თუ მას წითელათი დაავადებულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება