სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კოპიტნარის აეროპორტში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი თვითმფრინავში არ აუშვეს
23-08-2018
-
+


შშმ პირთა უფლებადამცველი, ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ" ხელმძღვანელი მარიამ კორკოტაძე სოციალურ ქსელში შემაშფოთებელ სტატუსს აქვეყნებს.

„ამ წუთას დამირეკა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის მშობელმა. საბერძნეთში ბრუნდებოდა უკან ბავშვთან ერთად და კოპიტნარის აეროპორტში არ გაუშვეს და დატოვეს. როგორც დედამ მითხრა, 2 დღით ადრე აცნობა აეროპორტს ბავშის მდგომარეობის შესახებ. გაფრენამდე ბავშვს ჰქონდა ისტერიკა, დაამშვიდა დედამ, სასწრაფოც კი გამოიძახეს, ექიმებმაც დასტური მისცეს, რომ ბავშვი მშვიდათაა და შეეძლოთ გაფრენილიყვნენ. მაგრამ ბავშვი არ გაუშვეს და დატოვეს.

როგორც დედამ თქვა, ბავშვს ძალიან უყვარს თვითფრინავი და სანამ დაჯდება, მანამ ემართება ეს ისტერიკა, როგორც კი ჩაჯდება თვითფრინავში ეგრევე წყნარდება. ეს ყველაფერი არ გაითვალისწინეს.

ბავშვს საქართველოში ყოფნისას გაურთულდა მდგომარეობა, როგორც იცით აქ ვერანაირ სერვისს ვერ მიიღებს. საბერძნეთში უკვე ეწყება თერაპიები და სკოლა და დედას ვერ მიჰყავს ბავშვი.

ბავშვს არ უშვებენ თვითფრინავში და უარს ეუბნებიან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ იგი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონეა!

ბილეთის ფული არავინ დაუბრუნა. ახლა ისესხა ფული, რომ ბილეთები ჰქონდეს და ეშინია ისევ იგივე დღეში არ ჩააგდონ.

მოგმართავთ ჟურნალისტებს, რომ გააშუქოთ ეს ამბავი...“ - წერს მარი კორკოტაძე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება