სიახლეები
ყველაზე პოპულარული


2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გათანაბრებული ქულები და მინიმალური გამსვლელი ქულები გამოქვეყნდა
22-08-2018
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გათანაბრებულ ქულებსა და მინიმალურ გამსვლელ ქულებს აქვეყნებს ტესტების ვარიანტების მიხედვით.

იხილეთ მინიმალური გამსვლელი ქულები ტესტების ვარიანტების მიხედვით

როგორც ამ ინფორმაციიდან ირკვევა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მინიმალური გამსვლელი ქულა - 21 მხოლოდ III ვარიანტშია შენარჩუნებული, დანარჩენ სამ ვარიანტში კი ბარიერი დაწეულია. I ვარიანტის გამსვლელი ქულაა 16, სწორედ ეს ვარიანტი აღმოჩნდა რთული, II და IV ვარიანტების კი - 20.

ზოგადი უნარების გამოცდაშიც მინიმალური გამსვლელი ქულა - 24 მხოლოდ III ვარიანტშია შენარჩუნებული, დანარჩენ ვარიანტებში კი ბარიერი დაწეულია. I და IV ვარიანტებში გამსვლელი ქულებია - 23, ხოლო II-ში - 22, რომელიც რთულ ვარიანტად დასახელდა.

ინგლისური ენის გამოცდაში რთული ვარიანტი აღმოჩნდა IV, რომლის გამსვლელი ქულაც 15-ია. ამ საგნის შემთხვევაშიც, მინიმალური გამსვლელი ქულა - 19 მხოლოდ III ვარიანტშია შენარჩუნებული. II ვარიანტის გამსვლელი ქულა 16-ია, ხოლო I-ის - 17.

რაც შეეხება არჩევით საგნებს, სადაც ტესტის რამდენიმე ვარიანტი იყო, მინიმალური გამსვლელი ქულები შემდეგნარიად გადანაწილდა. გეოგრაფიის გამსვლელი ქულა I ვარიანტისთვის არ შეცვლილა და ისევ იგივე, - 15 დარჩა, ხოლო II ვარიანტისთვის - 13-მდე დაიწია. სწორედ ეს ვარიანტი აღმოჩნდა რთული. ისტორიაში კი I ვარიანტი დასახელდა რთულად, ამ ვარიანტის ბარიერმა 17-მდე დაიწია. I ვარიანტში კი მინიმალური გამსვლელი ქულა - 18 არ შეცვლილა.

იხილეთ გათანაბრებული ქულები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება