სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმ აბიტურიენტებს მიმართავს, ვისაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქვს არჩეული
21-08-2018
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ერთი წლით სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღების შეზღუდვას ეხმიანება. მათ მიერ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე სასწავლებლის პროგრამების ბაზიდან ამოღების ან ინფორმაციის ოფიციალურად გავრცელების უფლება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს არ აქვს:

„ბევრი კითხვა შემოდის შავი ზღვის უნივერსიტეტთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე სასწავლებლის პროგრამების ბაზიდან ამოღების ან ინფორმაციის ოფიციალურად გავრცელების უფლება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს არ აქვს. იგივე ეხება ყველა სასწავლებელს, რომელთა ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესი მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა. უნივერსიტეტში აღნიშნულ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე კი აცხადებს, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის სტუდენტების მიღების შეზღუდვის გადაწყვეტილება კანონიერი იყო. მისივე თქმით,  აბიტურიენტებისთვის რიგგარეშე მობილობა გამოცხადდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება