სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სასკოლო ხარჯები - რა ჯდება პირველკლასელის სკოლაში მიყვანა?
24-08-2018
-
+


საჯარო სკოლებში სწავლა 17 სექტემბერს განახლდება და მშობელთა ნაწილმა ბავშვების მომზადება უკვე დაიწყო. ახალ სასწავლო წელს სასკოლო სახელმძღვანელოები მოსწავლეებს უფასოდ გადაეცემათ. გარდა სახელმძღვენელოებისა, მშობელს შვილისთვის სხვადასხვა სასკოლო ნივთის ყიდვა უწევს. Etaloni.ge შეეცადა გაერკვია, პირველკლასელის სასკოლოდ მომზადება საშუალოდ რა ჯდება. 

საბაზრო ფასების გათვალისწინებით, სკოლის ჩანთის ღირებულება საშუალოდ 70 ლარს შეადგენს. პენლის ფასი, რომელიც მოსწავლისთვის აუცილებელია, 20 ლარიდან იწყება, ხოლო კალამი, ფანქრები, ფერადი ფანქრების ნაკრები, საშლელი, სათლელი, წებო, სკოლის რვეულები (სახლში სამუშაოდ), სახაზავი, სახატავი რვეული, ფლომასტერები, პლასტელინი თუ ფერადი ქაღალდი - 50 ლარამდე ჯდება;

მოსწავლის გარდერობი სავალდებულო სამოსს არ მოიცავს-საჯარო სკოლებში ნაწილში ფორმები არ არსებობს, თუმცა პედაგოგთა რჩევით, სასურველია პირველკლასელებს თეთრი პერანგი და მუქი შარვალი/კაბა ეცვათ. სასკოლო გარდერობის ღირებულება კი მინიმუმ 150 ლარიდან იწყება. 

და ბოლოს, ყვავილები, რომელიც მოსწავლემ პედაგოგს (სურვილის შემთხვევაში) სკოლის დაწყების პირველ დღეს უნდა მიართვას-თაიგულის ფასები 5 ლარიდან იწყება. 

Etaloni.ge-სთან პირველკლასელების მშობლები საუბრობენ, რომლებმაც სკოლისთვის მზადება უკვე დაიწყეს:

ხათუნა კაპანაძე: „სასკოლო ნივთებიდან ბავშვს წიგნები და რვეულები სკოლაში ხვდება, თუმცა სახლში სამუშაოდ, დამატებით რვეულები მაინც შევიძინე. გააჩნია სად ყიდულობ ნივთებს თუ სამოსს, თუმცა, საშუალოდ 300-350 ლარი ჯდება ბავშვის სკოლაში შეყვანა“.

მარინა ჯანიაშვილი: „გარკვეული ნივთები უკვე შეძენილი მაქვს, ზოგიერთი მათგანი გამოვიწერე, ზოგსაც სექტემბრის დასაწყისიდან ვიყიდი. ბავშვის პირველკლასში მიყვანა მინიმუმ 200 ლარი ჯდება, მიუხედავად იმისა, რომ წიგნები და რვეულები პირველკლასელებს სკოლაში ხვდებათ“. 

ნინო წითლიძე: „სასკოლო მზადებას სექტემბრიდან დავიწყებ. თუმცა მშობლები უკვე ვსაუბრობთ ფასებზე და ვარკვევთ, რა დაგვიჯდება შვილების პირველკლასში შეყვანა. რა თქმა უნდა, გააჩნია სად იძენ ნივთებს, მაგრამ, ჩემი გამოთვლით, მინიმუმ 300 ლარი დამჭირდება.“

და ბოლოს, Etaloni.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სკოლისთვის საჭირო ნივთების საშუალო საბაზრო ფასები ასეთია:
 
სახატავი რვეული - 4 ლარიდან;
ფლომასტერები - 5 ლარიდან; 
პლასტელინი - 3.50 ლარიდან;
ფერადი ქაღალდი - 3 ლარიდან;
პენალი - 20 ლარიდან; 
სკოლის ჩანთა - 70 ლარიდან;
სკოლის რვეულები - 50 თეთრიდან;
უბრალო ფანქრები - 30 თეთრიდან;
სახაზავი - 80 თეთრიდან;
ფერადი ფანქრების ნაკრები - 5 ლარიდან;
წებო - 70 თეთრიდან;
კალამი - 40 თეთრიდან; 
საშლელი - 30 თეთრიდან;
სათლელი - 30 თეთრიდან. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება