სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლი ინდივიდუალური კონსულტანტისა და ინკლუზიური განათლების ტრენერის შესარჩევ კონკურსს აცხადებს
16-08-2018
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, აცხადებს ინდივიდუალური კონსულტანტისა და ინკლუზიური განათლების ტრენერის შესარჩევ კონკურსს.

კონკურსის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით შეირჩევა 12 ინდივიდუალური კონსულტანტი და ინკლუზიური განათლების 12 ტრენერი, რომლთაც უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის ხარისხი განათლების ფსიქოლოგიისა ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით და სამუშაო გამოცდილება სწავლის, ქცევის ან ემოციური დარღვევის მქონე ბავშვებთან.

ინდივიდუალური კონსულტანტის ფუნქცია-მოვალეობები იქნება სწავლის, ქცევის ან ემოციური სირთულეების მქონე მოსწავლეების გარემოს შესწავლა სკოლაში და მასწავლებლებისთვის ინდივიდუალური კონსულტირების გაწევა მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის მიზნით.

ინკლუზიური განათლების ტრენერის ფუნქცია-მოვალეობები იქნება მასწავლებლებისთვის ინკლუზიური განათლების მიმართულებით ტრენინგ-მოდულების შემუშავება და ჩატარება.

ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობების შეთავაზების გზით.

დაინტერესებული პირებს ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მიღება HR.GOV.GE-სა და TPDC.GE-ზე შეუძლიათ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება