სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დღეიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
14-08-2018
-
+


თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე, 14 აგვისტოდან, რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. 

ტრანსპორტის მოძრაობა კოსტავას ქუჩის მონაკვეთზე: სააკაძის მოედნიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, უზნაძისა და ჩიქოვანის (ყოფილი ხილიანი) ქუჩებზე იცვლება. 

მერიის ცნობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს: ავტობუსები და მიკროავტობუსები სააკაძის მოედნიდან პეკინის გამზირს მიროტაძის ქუჩის ნაცვლად, ჭაბუკიანის (ყოფილი საბურთალოს ქუჩის ნაწილი) ქუჩით დაუკავშირდებიან.

აღმაშენებლის გამზირიდან ჭოროხის ქუჩის გავლით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უზნაძის ქუჩის ნაცვლად, მტკვრის მარცხენა სანაპიროთი ისარგებლებს.

რაც შეეხება N64 მიკროავტობუსს, ის ჩიქოვანის ქუჩის ნაცვლად, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეებისა და დოლიძის ქუჩების გავლით იმოძრავებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება