სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მამაკაცი, რომელმაც სვანეთში 8 შვილი სახლში გამოკეტა დაკავებულია - რას წერდა სახალხო დამცველი უცნაურ ფაქტზე
13-08-2018
-
+


რამდენიმე თვის წინ საქართველო ერთმა საკმაოდ მძიმე ისტორიამ შეძრა. სვანეთში, ამირან დევნოზაშვილს, რვა შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი. მამა გარკვეული მოსაზრებებით სამ ბიჭსა და ხუთ გოგონას სახლიდან გასვლას უკრძალავდა და სკოლაში წასვლის უფლებასაც არ აძლევდა. დევნოზაშვილი ფიქრობდა, რომ შვილების გარეთ გაშვებით, ისინი საზოგადოებისგან კარგს არაფერს ისწავლიდნენ და სწორედ ამისგან იცავდა შვილებს.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ 8 შვილის მამა შსს-მ ორი კვირის წინ დააკავა. ამირან დევნოზაშვილის აყვანა სისხლის სამართლის 150-ე მუხლით მოხდა, რაც იძულებას გულისხმობს. ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით დეტალებს არ ასაჯაროვებს.

შეგახსენებთ, რომ დევნოზაშვილის ოჯახი მოხვდა სახალხო დამცველის ერთი თვის წინ გამოქვეყნებულ დასკვნაშიც, სადაც წერდა, რომ ბავშვების მამასთან მუშაობის რესურსი ამოწურულია და აუცილებელია არასრულწლოვანთა განცალკევება ძალადობრივი გარემოსგან.

სად იმყოფებიან ახლა დაკავებული დევნოზაშვილის შვილები, ამ ეტაპზე უცნობია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება