სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისის საკრებულოს ცნობით, ერთ-ერთ ქუჩას აგვისტოს ომის გმირის სახელი მიენიჭება
09-08-2018
-
+


თბილისის საკრებულოს ცნობით, თბილისში, ისნის რაიონში არსებულ ერთ-ერთ ქუჩას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელი მიენიჭება. 

უმცროსი სერჟანტი, უშანგი (შმაგი) სოფრომაძე 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა. ის ტყვედ ჩავარდნის შემდეგ წამებით მოკლეს. 

შმაგი სოფრომაძეს გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.

ინიციატივა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე განიხილა.

„ვინაიდან შმაგი სოფრომაძის გარდაცვალებიდან 20 წელი გასული არ არის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მისი სახელის უკვდავსაყოფად, თბილისში არსებული ერთ-ერთი უსახელო ქუჩისთვის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის სახელის მინიჭების ინიცირება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მოახდინა. თბილისის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ამჟამად საკითხი საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო განხილვისთვის არის ატვირთული, რის შემდეგაც ქუჩის სახელდებას ჯერ ჩვენი კომისია განიხილავს, ხოლო საბოლოოდ საკრებულოს სხდომა დაამტკიცებს“, - განაცხადეს საკრებულოში.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა.

ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება