სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს
07-08-2018
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსებთან დაკავშირებით აფრთხილებს:


„იმატა აბიტურიენტების მომართვიანობამ ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსებთან დაკავშირებით. აბიტურიენტები, რიგი დაწესებულებებიდან იღებენ სხვადასხვა შეთავაზებას.

მსგავსი შეთავაზება მეტად სარისკოა, რადგან ასეთ სასწავლებლებს, როგორც წესი, არ აქვთ გავლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი პროცედურა - ავტორიზაცია. 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი იურიდიული პირისთვის, ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალისთვისაც. 

2017 წელს კანონში შესული ცვლილებებით გამკაცრდა და მკაფიოდ განიმარტა თუ რასთან არის დაკავშირებული უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დასჯადია ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება ან/და ამგვარი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება ან/და ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება. 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ავტორიზაციას ექვემდებარება ნებისმიერი საგანმანათლებლო საქმიანობა: 

ა) რომელსაც თან ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა; 
ბ) რომელიც მთავრდება კვალიფიკაციის მინიჭებით; 
გ) რომელიც არის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი; 
დ) რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება კვალიფიკაციის მიმნიჭებელ საგანმანათლებლო პროგრამას,“ - ნათქვამია განცხადებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება