სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

11 აგვისტოს მზე დაბნელდება: რისი გაკეთება არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში
09-08-2018
-
+


შაბათს, 11 აგვისტოს მზე ნაწილობრივ დაბნელდება. ბუნების მორიგი უნიკალური მოვლენა 2 საათი გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში მთვარე დედამიწასა და მზეს შორის გაივლის და პლანეტაზე მასობრივ ჩრდილს წარმოქმნის.

მეცნიერების გათვლით, დაბნელება დაახლოებით 13:58 წუთზე მოხდება.

დაბნელება მიმდინარე წლის ზაფხულის დაბნელებების „კორიდორს“ დაასრულებს. ასტროლოგები მას ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი ზეგავლენის მქონე ციურ მოვლენას უწოდებენ.

წაიკითხეთ, რისი გაკეთება არ შეიძლება მზის დაბნელების დროს და რა გავლენას ახდენს იგი ადამიანის ჯანმრთელობაზე.

რისი გაკეთება შეიძლება და არ შეიძლება დაბნელების დროს:

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დაბნელება ადამიანზე ორი კვირის მანძილზე ახდენს გავლენას: მოვლენამდე ერთი კვირა და დაბნელებიდან შვიდი დღე. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ეს პერიოდი შესაძლოა, საბედისწერო იყოს: იგი იდეალურია წარსულთან კავშირის გასაწყვეტად, მავნე ჩვევებზე უარის სათქმელად, სულიერი მდგომარეობის შესაცვლელად და საკუთარი მიზნების რეალიზაციისთვის თავის მოსამართად.

რეკომენდირებულია უარყოფითი თვისებებისა და არასასურველი ადამიანების მოშორება. ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც ამ პერიოდში ხდება, შემთხვევითი არ არის და შესაძლოა, ფატალური იყოს.  ასტროლოგების აზრით, დაბნელების პერიოდში რეკომენდირებული არ არის - ძვირფასი საჩუქრებისა და ძვირადღირებული ნივთების შეძენა, მნიშვნელოვანი, შეუქცევადი გადაწყვეტილებების მიღება, სერიოზული სამედიცინო პროცედურებისა და ოპერაციების ჩატარება, მოგზაურობა და ახალი ნაცნობობა, ნეგატიური ემოციები და ქორწინება.

მზის დაბნელების დღეს სასურველია სტრესს თავი აარიდოთ, საჭესთან არ დაჯდეთ, და ალკოჰოლსა და თამბაქოზე უარი თქვათ. უკეთესია დრო მშვიდ დასვენებას ან სახლის დალაგებას დაუთმოთ.

მზის დაბნელების გავლენა ჯანმრთელობაზე: 

ექიმები გვაფრთხილებენ, რომ შესაძლოა მზის დაბნელებამ ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. კერძოდ - თავის ტკივილი, წნევის ცვალებადობა, იმუნიტეტის დაქვეითება და ქრონიკული დაავადებების გამწვავება. გართულებების თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია კარგი ძილი და ზედმეტი აქტიურიბისგან თავის შეკავება. ზოგადად კი, რეკომენდირებულია, მზის დაბნელებამდე რამდენიმე კვირით ადრე სამედიცინო შემოწმება, ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში კი ექიმთან კონსულტაცია კიდევ ერთხელ გაიაროთ. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება