სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ შევარჩიოთ სკოლა პირველკლასელისთვის - რჩევები მშობლებს
20-08-2018
-
+


განათლება 21-ე საუკუნის პრიორიტეტია და მშობლებიც ყოველმხრივ ცდილობენ ბავშვებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიცემასა და უსაფრთხო, ჯანსაღი და კონკურენტული გარემოს შექმნას.

სკოლა რომ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბავშვის პიროვნების ფორმირებაში ამაზე არავინ დაობს, სწორედ ამიტომ, მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილითა და მონდომებით არჩევენ საუკეთესო სივრცეს შვილებისთვის.

Etaloni.ge გთავაზობთ მთავარ კრიტერიუმებს, რომლებსაც სკოლა უნდა აკმაყოფილებდეს:

ერთერთი პირველი, რასაც მშობლები ყურადღებას აქცევენ, სკოლის ადგილმდებარეობა და სახლთან სიახლოვეა, თუმცა პრიორიტეტული მაინც კვალიფიციური პედაგოგები და საგანმანათლებლო მიდგომებია.

დაწყებითი კლასების პედაგოგი ძალიან დიდ როლს ასრულებს ბავშვის სასკოლო ცხოვრებისადმი დამოკიდებულებისა და მოტივაციის ჩამოყალიბებაში. ასე რომ, სკოლის არჩევისას უშუალოდ გაეცანით დაწყებითი კლასის პედაგოგსა და დირექტორს, მათ მიდგომებსა და ხედვებს.

ბავშვები სიხარულით უნდა დადიოდნენ სკოლაში და ამისათვის მათ ნაკლებად მკაცრი, მეგობრული და მზრუნველი პედაგოგი სჭირდებათ.

პირველ კლასში მოსწავლეთა რიცხვი ოცს არ უნდა აღემატებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასწავლებელი თითოეული ბავშვისთვის სათანადო ყურადღების მიპყრობას ვერ შეძლებს, არადა პატარებისთვის პედაგოგთან უშუალო კონტაქტი მნიშვნელოვანია.

სწავლის პირველივე დღიდან დისციპლინა აუცილებელია. მოსწავლეებმა ქცევის წესები და საკუთარი უფლება-მოვალეობები ცხადად უნდა განსაზღვრონ. 

ამასთან, აუცილებელია, ბავშვმა კომფორტულად და დაცულად იგრძნოს თავი. უფროსკლასელებისა და მასწავლებლების მიმართ შიში მის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება.  

შემეცნების თანამედროვე მიდგომები არაფორმალური განათლების წინ წამოწევასა და ინტეგრირებულ გაკვეთილებს გულისხმობს. 

პროფესიონალ პედაგოგებთან ერთად, სკოლის ინფრასტრუქტურული მოწყობა და ტექნიკური ბაზით აღჭურვა მნიშვნელოვანია. გაითვალისწინეთ არსებული რესურსი, ამასთან სასურველია, სპორტული დარბაზისა და შესვენებისათვის განკუთვნილი სათანადო სივრცის არსებობა.

ყურადღებაა გასამახვილებელი ბუფეტის მოწყობასა და არსებულ საკვებზე.

შვილისთვის საუკეთესო სკოლის არჩევისას, როგორც ხედავთ, მრავალი დეტალია გასათვალისწინებელი, ერთერთი გადამწყვეტი ფაქტორი კი სასკოლო წეს-ჩვეულებებია. სასწავლო წლის შეხვედრის ტრადიცია, ბოლო ზარის ღონისძიება, ორგანიზებული აქტივობები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, სკოლის თეატრი, მუზეუმები და ექსკურსიები ბავშვის მრავალმხრივ განვითარებასა და მისი მისწრაფებების აღმოჩენას შეუწყობს ხელს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება