სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბათუმში მოკლული ბავშვის ძიძა კიდევ ერთი ადამიანის დასჯას ითხოვს - ბავშვი სასტიკად იყო ნაცემი
07-08-2018
-
+


ბავშვი სასტიკად იყო ნაცემი, ვითხოვთ მეორე ქალბატონის დასჯასაც, - ამის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ძიძამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც თამარ ახალაძემ განმარტა, მკვლელობის დროს ეჭვმიტანილთან ერთად კიდევ ერთი ქალბატონიც იმყოფებოდა. 

„ჩემი რძალი ორი თვიდან ზრდიდა ბავშვს, ამ გოგოს ხშირად მიჰყავდა. დედამ დაგვირეკა, სასეირნოდ მიდიან და ბავშვი მიუყვანეთო. სამ დღეში უნდა დაებრუნებიათ. აღარ მოგვიყვანეს. ვკითხულობდით სულ, ბავშვს რატომ არ აბრუნებდნენ. დედამ იცოდა და გვეუბნებოდა, მე თვითონ მოვიყვან, რომ დავრუნდები საქართველოშიო. ბავშვი იყო სასტიკად ნაცემი, უნდა დაისაჯოს მეორე ქალიც ვინც წაიყვანა, იქ ცხოვრობდა ესეც. ბავშვს ორივე სცემდა,-" განაცხადა თამარა ახალაძემ. 

შეგახსენებთ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ეჭვიმიტანილი უზბეკეთის მოქალაქის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაახლოებით ორი თვის წინ ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე ბრალდებული უზბეკეთის მოქალაქე სარა მირბობოიება 4 წლის გოგონას ფიზიკურად გაუსწორდა და მოკლა. ცხედარი სამართალდამცავებს ჩააბარა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება