სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ინფორმაცია ფაკულტეტების ჩამონათვალში ცვლილების შეტანის შესახებ
07-08-2018
-
+


საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის გამოქვეყნების შემდეგ კიდევ 1 დღის განმავლობაში ექნებათ. 

იხილეთ ინფორმაცია თუ როგორ უნდა განახორციელოთ ცვლილები ფაკულტეტების ჩამონათვალში. 

ცვლილების განსახორციელებლად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს www.naec.gov.ge ან online.naec.ge. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის განკუთვნილ ფანჯარაზე დაჭერის შემდეგ კი შესაბამის გრაფაში შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი და ამ ფოსტაზე მიღებული პაროლი. იმ შემთხვევაში, თუ არ გახსოვთ პაროლი, ელექტრონული ფოსტის შეყვანის შემდეგ დააჭირეთ შეხსენების ბმულს ("თუ თქვენ არ გახსოვთ თქვენი პაროლი..."), რის შემდეგაც მიიღებთ ახალ პაროლს ელექტრონულ ფოსტაზე.

ფაკულტეტის (პროგრამის) დამატებისას კურსორი უნდა დააყენოთ იმ არჩევანზე (პროგრამაზე), რომლის შემდეგაც გსურთ პროგრამის (ფაკულტეტის) დამატება. იმ შემთხვევაში, თუ ახალი პროგრამის დამატება პირველ ნომრად გსურთ, დააყენეთ კურსორი პირველ არჩევანზე, დაამატეთ პროგრამა, შემდეგ წაშალეთ პირველ ნომრად მითითებული ფაკულტეტი, რის შემდეგაც ახლადარჩეული პროგრამა განაცხადში პირველი აღმოჩნდება. იმ პროგრამის დამატებას, რომელიც წაშალეთ, ანალოგიური წესით შეძლებთ.

თუ ფაკულტეტს დაამატებთ კურსორის კონკრეტულ პროგრამაზე დაყენების გარეშე, სისტემა ავტომატურად დაამატებს მას ბოლო პოზიციაზე.

ცვლილებების შეტანის შემდეგ აუცილებლად დააჭირეთ შენახვის ღილაკს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებები განაცხადში არ აისახება!

იხილეთ ასევე:

2018 წლის უფასო ფაკულტეტების სია გამოქვეყნდა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება