სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარნეულის N6 საჯარო სკოლაში შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული დღეები გრძელდება
06-08-2018
-
+


მიუხედავად არდადეგებისა და ზაფხულის ცხელი დღეებისა, მარნეულის N6 საჯარო სკოლაში შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული დღეები გრძელდება. 

„ახალგაზრდობის გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების გზით“ - საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის მიერ ინიცირებულ პროექტში რაიონის სამი სკოლა ალგეთის, ახალი დიოკნისის და მარნეულის N6 საჯარო სკოლები მონაწილეობენ. 

ამ პროექტის მიზანია საქართველოს საზღვრისპირა რაიონების სკოლებისა და მოსაზღვრე რესპუბლიკის, აზერბაიჯანის სკოლების თანამშრომლობა, ტრენინგები, გაცნობა და დაახლოება აზერბაიჯანელ კოლეგებთან, მიმდინარე საინტერესო სიახლეები თუ პრობლემები, საერთო და ეროვნულ-კულტურული ღირებულებების გაცნობა-გაზიარება, არტეფაქტების გამოვლენა და პრეზენტაცია, სასკოლო სპორტული ღონისძიებები და ექსპედიციები. 

„ამ აქტივობების ნაწილი უკვე განხორციელდა, მნიშვნელოვანი და საინტერესო კი წინაა. მომავალი გეგმების წარმატებით და სრულყოფილად განხორციელებისათვის საჭირო ვიდეოაპარატურაზე იზრუნა ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ და სკოლას საჩუქრად გადმოეცა ფოტოაპარატი და დიქტაფონი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება