სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მეწარმეობის საფუძვლები“ - საქართველოს რამდენიმე საჯარო სკოლა მომავალ ბიზნესმენებს ზრდის
09-08-2018
-
+


საქართველოს საჯარო სკოლებიდან რამდენიმე არჩევით საგნად „სამეწარმეო საფუძვლებს“ იღებს. შედეგად, მოსწავლეები ბიზნესის სფეციფიკას ეცნობიან და მათი დაინტერესება ამ მხრივ იზრდება. 

Etaloni.ge ორი სკოლის დირექტორს დაუკავშირდა, რათა უფრო ზუსტად გაერკვია თუ რას გულისხმობს ეს საგანი.

როგორც ახალციხის აწყურის საჯარო სკოლის დირექტორმა ქეთი პარუნაშვილმა განგვიმარტა, „მეწარმეობის საფუძვლები“ მე-11 კლასში ისწავლება და მოსწავლეებს მეწარმის უნარ-ჩვევები უვითარდებათ:

„ძალიან საინტერესო გაკვეთილია. ზოგადად, ჩვენს სკოლაში ადრე ეკონომიკა ისწავლებოდა. მესამე წელია მეწარმეობის შესწავლაზე გადავედით. რამდენჯერმე დავესწარი და საკმაოდ საინტერესო სასწავლო პროცესია. მოსწავლეებს იმ უნარ-ჩვევებს უვითარებს, რაც მეწარმეებს უნდა ჰქონდეთ. აღსაზრდელები იღებენ ცოდნას, თუ როგორ წამოიწყონ თუნდაც თავიანთი პატარა ბიზნეს-საქმიანობა; რას ნიშნავს შემოსავალი, როგორ დაგეგმო ბიზნესი და სხვა. აღნიშნულის ფარგლებში სხვადასხვა პროექტი ხორციელდება, მათ შორის მოსწავლეები პრეზენტაციას წარადგენენ, თუ როგორ წარმოუდგენიათ თავიანთი სამეწარმეო საქმიანობა სოფელში; ბიზნესს იდეებს აყალიბებენ, რომელთაგან ნაწილი ნამდვილად საინტერესოა. ეს გაკვეთილი არჩევითია და მე-11 კლასში ტარდება. ყოველთვის სრული დასწრება აქვს. მას ეკონომიკის ყოფილი პედაგოგი ასწავლის,“-აღნიშნა სკოლის დრექტორმა. 

ფოთის N3 საჯარო სკოლის დირექტორ ლელა კემულარიას განცხადებით, მოსწავლეების იდეები შთამბეჭდავია და ისინი მეწარმეობით ინტერესდებიან: 

„მოსწავლეები მეწარმეობის საფუძვლებს ეცნობიან. გაკვეთილს ეკონომიკის პედაგოგი ატარებს. ჩართულობა და ინტერესი მაღალია. სკოლებს შორის კონკურსზე ჩვენი მოსწავლეების იდეებმა მეორე ადგილიც კი მოიპოვა. მე-11 კლასელები აღნიშნულის ფარგლებში სხვადასხვა პროექტს ახორციელებენ, მათ შორის ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციას და სამეწარმეო საქმიანობით უფრო ინტერესდებიან,“- დასძინა ლელა კემულარიამ. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება