სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხოჯორნის საჯარო სკოლის გუნდმა „ხოჯორნელმა ვარსკვლავებმა“ საინტერესო ღონისძიება ჩაატარა
02-08-2018
-
+


ხოჯორნის საჯარო სკოლასთან არსებულმა საზაფხულო სკოლა „ხოჯორნელმა ვარსკვლავებმა“ „ვილა ხოჟორნიდან“ სკოლის კლუბში გადმოინაცვლეს და მაყურებლებისა და სტუმრების წინაშე შემაჯამებელი ღონისძიებით წარსდგნენ.  

ღონისძიებისთვის ცაგერიდან სპეციალურად ჩამოვიდა პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“  მუსიკის კონსულტანტ-მასწავლებელი იზა ხეცურიანი-ჩაკვეტაძე, რომელმაც „ვარსკვლავებთან“ ერთად მაყურებელი საკუთარი შესრულებით დაატკბო. 

ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სტუმრებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფო ენისადმი არაქართულენოვანი სკოლების და მოსახლეობის დადებით დამოკიდებულებას და ინტერესს მიესალმებიან და ყველა საინტერესო წამოწყებას ყოველთვის მხარში დაუდგებიან. 

სკოლის დირექტორმა რიმა გარიბიანმა მოწვეულ სტუმრებს, მონაწილეებს და მათ ხელმძღვანელს ლალი მარგიანს მადლობა გადაუხადა.

დასასრულს, სკოლის ყველა მონაწილეს და იზა ხეცურიანსაც მათივე ხელმძღვანელის მიერ შექმნილი სიგელები გადაეცათ. სიგელები აგრეთვე ხარაგაულის რაიონის სოფელ ბაზალეთის სკოლის მასწავლებელს თეა ტალახაძეს და მის მოსწავლეებს გაეგზავნებათ, რომლებიც ხოჯორნს სამი დღით სტუმრობდნენ  და „ხოჯორნელ ვარსკვლავებს“ ფერადი დღეები აჩუქეს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექცია პირველკლასელებს სასკოლო ცხოვრების დაწებას ულოცავს

მოსწავლეთა დაბრუნებას სკოლაში განსაკუთრებულად ელოდნენ

მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს დირექტორმა მარეხი ფირცხელანმა და პედაგოგებმა

სკოლის დირექტორმა, ფატიმა თეთრაძემ, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიმართა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება