სიახლეები


თუ მოსწავლე მუდმივად ცუდ ნიშანს იღებს, თავდაჯერებულობასა და მოტივაციას კარგავს - რა გავლენას ახდენს შეფასება მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე
30-07-2018
-
+


სასკოლო განათლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მოსწავლისთვის შემეცნებითი მოტივაციის ფორმირება. სკოლაში, ჩვეულებრივ, მასტიმულირებელ ძალას შეფასება და ნიშანი წარმოადგენს.

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ გაკვეთილზე მოსწავლეთა საქმიანობის შეფასება ერთ-ერთი აქტუალური და ურთულესი საკითხია.

აღსანიშნავია, რომ „ნიშანი“ და „შეფასება“ იდენტური ცნებები არ არის. 

ნიშანი - ეს არის სახელმწიფო სტანდარტებით დაწესებული მოსწავლის ცოდნის დონის აღმნიშვნელი. შეფასება კი - მოსწავლეთა შრომისმოყვარეობით, შემოქმედებითობითა და მიზანსწარფვით მიღებული შედეგის სიტყვიერი დახასიათებაა. ნიშანი შეფასების შედეგად მიიღება და ამიტომ შეფასება წინ უნდა უსწრებდეს ნიშანს და არა პირიქით.

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ არსებობს მჭიდრო კავშირი, სწავლის დროს მოპოვებულ წარმატებასა და პიროვნების განვითარებას შორის, მაგრამ თითოეული ასაკობრივი კატეგორიისთვის ნიშნების გავლენა განსხვავებულია. 

მაგალითად, დაწყებით საფეხურზე თვითშეფასება ძირითადად პედაგოგის ნიშნების გავლენით ყალიბდება. მშობლებისა და მასწავლებლების დამოკიდებულებიდან გამომდინარე ექმნება დაწყებითი კლასების მოსწავლეს საკუთარ თავზე წარმოდგენა (თვითშეფასება). ეს ყველაფერი კი პიროვნების განვითარებაზე ახდენს გავლენას.

მოზარდები კი სწავლას საკმაოდ გულგრილად ეკიდებიან, ამიტომ, მოსწრება საბაზო საფეხურზე, ჩვეულებრივ, იკლებს. ამ ასაკის მოსწავლეებისთვის ხშირ შემთხვევაში შეფასებას ღირებულება აქვს მაშინ, თუ იგი მათ კლასში უფრო მაღალი პოზიციის დაკავების შესაძლებლობას მისცემს. თუ ასეთივე მდგომარეობის დაკავება შესაძლებელია სხვა თვისებების ხარჯზე, შეფასების მნიშვნელობა უფასურდება. 

მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის დამახასიათებელია სასწავლო საგნებისადმი დიფერენცირებული დამოკიდებულება, რაც მათი პროფესიული ზრახვებიდან გამომდინარეობს. მათთვის მნიშვნელოვანი უფროსი ადამიანების შეფასებას კი შეუძლია გავლენა მოახდინოს მოსწავლის თვითშეფასებაზე, მის სწავლისადმი დამოკიდებულებასა და საგნის არჩევაზეც, რაც შემდგომში მისი პროფესიული გზის არჩევანს განსაზღვრავს. 

გარდა ამისა, ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში, შეფასებისადმი დამოკიდებულება მოსწავლის პიროვნულ ხასიათზეა დამოკიდებული. 

ფსიქოლოგების აზრით, შეფასების არსებული სისტემის მთავარი ნაკლი, ეს არის მისი შესაძლო ტრავმული გავლენა ბავშვის პიროვნებაზე. ნიშნის დაწერა და შეფასება მჭიდრო კავშირშია ისეთ ფსიქოლოგიურ მახასიათებლებთან, როგორიცაა - თვითშეფასება, მოტივაცია, სწავლისადმი დამოკიდებულება, შფოთი, ემოციური კომფორტი და კეთილდღეობა, გარესამყაროსთან ურთიერთობა და შემოქმედებითობა. 

პედაგოგის აზრი ხშირად გავლენას ახდენს მოსწავლის თვითაღქმაზე. თითოეული დაბალი ქულა ბავშვის თვალში საკუთარი თავის ფასს ამცირებს. ბავშვი ისე, რომ საკუთარ თავს საქმიანობისგან არ ასხვავებს, დაბალ შეფასებაში, ხედავს მტკიცებულებას, რომ ის ცუდი და უსარგებლოა და პირიქით, მაღალი ნიშნების დროს ბავშვი თავს ყოვლისშემძლედ გრძნობს.

პედაგოგის შეფასება გავლენას ახდენს მოსწავლის მოტივაციაზე. მუდმივად უარყოფითი შეფასების დროს წარმატების მიღწევის მოტივი სუსტდება. წარმატებისკენ სწრაფვას თავიდან დაძაბულობა ანაცვლებს, შემდეგ კი გულგრილი დამოკიდებულება.

ნიშნებსა და შეფასებაზეა პირდაპირ დამოკიდებული შფოთვაც. მოსწავლეებს ხშირად შიში აქვთ, რომ გარშემომყოფთა მოლოდინების ვერ გაამართლებენ. ხანდახან, თავს იჩენს თვითგამოხატვის შიში, მასწავლებლის შიში. როგორც კვლევები აჩვენებენ, სკოლაში მოსწავლეებს ყველაზე მეტად ცოდნის შემოწმების ეშინიათ. თუ მოსწავლე მუდმივად ცუდ ნიშანს იღებს, თავდაჯერებულობას და მოტივაციას კარგავს.

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ნიშანი შეიძლება იყოს თანატოლებში მაღალი და დაბალი ავტორიტეტის მიზეზი, კონფლიქტის წყარო სკოლასა და ოჯახში და სუიციდის მიზეზიც კი. თუ უიღბლობა მუდმივია, ბავშვი ისჯება და ძალდატანებას გრძნობს. იგი არსებული ურთიერთობებისა და კონფლიქტის აღმოფხვის გზებს ეძებს. ასეთი გზები კი შესაძლოა იყოს - გაკვეთილების გაცდენა, ტყუილი და გადაწერა.

ჩნდება კითხვა, მაშინ ცუდი ნიშნები საერთოდ არ უნდა დაიწეროს? ხანდახან უნდა დაიწეროს, მაგრამ ნიშნები და შეფასება უნდა იყოს ობიექტური. უნდა გვახსოვდეს, რომ უარყოფითი შეფასება - არა სადამსჯელო ღონისძიება, არამედ მოსწავლისთვის ბიძგის მიმცემი საშუალებაა. შეფასება უნდა იყოს ობიექტური, მოსწავლისთვისა და მშობლებისთვის გასაგები და გამჭვირვალე.

არსებობს სიტუაცია, როდესაც ცუდი ნიშნის დაწერა რეკომენდირებული არ არის - არ შეიძლება ნიშნით დასჯა; ასევე თუ ვიცით, რომ ბავშვს აქვს ცხოვრებისეული სიტუაცია, რომელიც თავისთავად ტრამვულია, ნიშანი სიფრთხილით უნდა დაისვას, რომ სტრესი არ გამოიწვიოს. თუ ნიშანი სადაოა, მაშინ იგი ბავშვის სასარგებლოდ უნდა დაიწეროს.

მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მოსწავლეებში რეალისტური თვითშეფასების განვითარება. გაცილებით მიზანშეწონილია მოსწავლის მოსწრების რაიმე სახის პროგრესის შედარება, ვიდრე ნორმატივების საფუძველზე შედარება. ყველაზე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო საქმიანობაში ეს არის - შეფასება იმისა: „რა ვიყავი“ და „რა გავხდი“, „რას მივაღწიე“ და „რას შემიძლია მივაღწიო“. საკუთარი ცვლილებების შეფასება აღსაზრდელის სწავლის შეფასების მნიშვნელოვანი შემადგენელია. ასეთ შემთხვევაში ნიშანი ბავშვის სწავლისდმი ინტერესს ზრდის. 

ფსიქოლოგების აზრით, შეფასებაზე საუბრისას, გასათვალისწინებელია ბავშვს მივცეთ საკუთარი საქმიანობის შედეგების შეფასების საშუალება. ამასთან მოსწავლის შეფასება ზრდასრულის შეფასებას უნდა უსწრებდეს, რადგან თუ პედაგოგის შეფასება პირველია, ბავშვი - მას ან კრიტიკის გარეშე იღებს ან უარყოფს. შეფასება არ უნდა იყოს ზოგადი ხასიათის. აუცილებელია შეფასების ობიექტური კრიტერიუმების დაწესება, რომლებიც გასაგები უნდა იყოს არა მხოლოდ მასწავლებლისთვის, არამდე მოსწავლეებისთვის.

შეფასების მიზანია - მოსწავლის მოტივირება, მოსწავლეებში ისეთი თვისებების განვითარება, როგორიცაა მიზანსწრაფვა, თვითდახვეწა, საკუთარი საქმიანობის ობიექტური ანალიზი და შეფასება, შემეცნების სტიმულირება. 

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ნიშანი და შეფასება გამოყენებული უნდა იყოს, როგორც მოსწავლის ბიძგის მიმცემი საშუალება და მამოტივირებელი საშუალება. 

ნიშანი - აღზრდის ძლიერი საშუალებაა, რომელიც პიროვნების განვითარებაზე ახდენს გავლენას. შესაბამისად, ნიშანი ბავშვის ცხოვრების ყველა სფეროზე ზემოქმედებს. ნიშნის გავლენა სასარგებლოა, მაშინ თუ მოსწავლე მასწავლებელს ენდობა.

მომზადებულია lomonpansion.com-ის მიხედვით. 


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„შეიცვლება ეროვნული სასწავლო გეგმა“... - ისაუბრა თუ არა პრემიერმა მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებზე

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ნინო წერეთელი

სამინისტრომ ტრენინგების ჩატარება უზრუნველყოს საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და მასწავლებლებისთვის

აბიტურიენტებს კვირას სამებაში დალოცავენ - საპატრიარქოს განცხადება

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
„შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც“
 

მოსწავლეებმა დამრიგებელი სიამაყით აღევსეს, მშობლებს კი დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს

 

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება