სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

11 წლის ბავშვი, რომელიც მთათუშეთში კლდიდან გადავარდა, თელავის საავადმყოფოდან თბილისში გადმოჰყავთ
29-07-2018
-
+


11 წლის ბავშვი, რომელიც მთათუშეთში კლდიდან გადავარდა, თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში გადმოჰყავთ, - ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ipn ავრცელებს. 

თელავის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის, ხათუნა ჭოლიაშვილის განცხადებით, ბავშვს თავის ტრავმა ჰქონდა, რის გამოც მისი თბილისში გადაყვანის საჭიროება დადგა. 

„პაციენტი ამ წუთებში გადაყავთ. მას სჭირდებოდა ნეიროქირურგი. თავის დაზიანება იყო, იყო სისხლჩაქცევა ტვინში. ამიტომ მისი გადაყვანა გახდა საჭირო შესაბამის კლინიკაში. პაციენტი რეანიმობილის საშუალებით გადაყავთ“, - განაცხადა ხათუნა ჭოლიაშვილმა. 

მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში, 11 წლის ბავშვი 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან დღეს გადავარდა. პოლიციელებმა არასრულწლოვნის ხევიდან ამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით შეძლეს. ბავშვი თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება