სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ბავშვებში, სამწუხაროდ, უფრო მძიმედ მიმდინარეობს...“ - საგანგებო გაფრთხილება მშობლებს ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებით
26-07-2018
-
+


ექიმი, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია, სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს და მშობლებს მოუწოდებს, რომ ამ ზაფხულს განსაკუთრებულად ფრთხილად იყვნენ ნაწლავურ ინფექციებზე.

„მეგობრებო, მაქსიმალურად მიაწვდინეთ ინფორმაცია ახლობლებს: ზაფხულობით, როგორც წესი, გავრცელებულია ნაწლავური ინფექციები; მაგრამ წელს არის განსაკუთრებით საშიში შტამები! ჩემი კლინიკის გამოცდილი და საუკეთესო პროფესორებიც ვერ იხსენებენ ასე მძიმედ მიმდინარე ამდენ შემთხვევას - დაავადების დაწყებისთანავე იწყება თირკმლების უკმარისობა, ხშირად მუცელში სითხის დაგროვება და სისხლი გამონაყოფში...

ინფექციებში და ეპიდემიოლოგიაში ჩემთვის ყველაზე დიდმა ავტორიტეტმა და მეგობარმა, პაატა იმნაძემ (დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი) გამახსენა, რამოდენიმე წლის წინ გერმანიაში გავრცელებული ეპიდემია - ჩვენთან ახლა, ეშერიხია კოლის სწორედ ის შტამებია გამომწვევებიო.

პროფილაქტიკა პირველ ყოვლისა! ძალიან ხშირად დაიბანეთ ხელები და დაბანეთ ბავშვებს (ბავშვებში, სამწუხაროდ, უფრო მძიმედ მიმდინარეობს) და ძალიან კარგად გარეცხეთ ბოსტნეული, საკვები, გამდინარე ონკანის წყლით!

პირღებინების, ფაღარათის, სისხლიანი განავლის შემთხვევაში აუცილებლად დასაწყისშივე მიმართეთ ექიმს! მოეკიდეთ სერიოზულად, სამწუხაროდ ბევრი დამძიმებული ავადმყოფი გვიწევს ამ თითქოს უმნიშვნელო სიმპტომებით დაწყებული...“ - წერს ექიმი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება