სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მეორე ქართველი ოძეკი ანუ რა მოხდა ხარაგაულში?
25-07-2018
-
+


მდინარე ჩხერიმელას ვიწრო და ღრმა ხეობის ორივე ნაპირზე ერთი პატარა ქალაქი, ხარაგაული მდებარეობს. პირველივე, რაც ქალაქში შესვლამდე თვალში მოგხვდებათ, შესასვლელში მდგარი დევების მონუმენტია. მათ „ხარაგაულის დევებს“ უწოდებენ, რომლებიც რაიონის განუყოფელი ნაწილი და ამავდროულად, „ქალაქის მცველები“ არიან. 

დევების მონუმენტიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მდინარე ჩხერიმელა მიედინება. ჩხერიმელასაც და დევებსაც ძალიან ბევრი რამ უნახავთ თავიანთი არსებობის მანძილზე, მაგრამ ის ამბავი რაც ახლა უნდა მოგიყვეთ, ნამდვილად გამოირჩევა თავისი უნიკალურობით და ორიგინალურობით. 

21 ივლისს, ჩხერიმელასა და დევების ქანდაკებების მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩხერიმელას სანაპიროზე ქვიშით მოწყობილ სპეციალურ არენაზე, საქართველოსა და იაპონიის დროშების ფრიალში, საქართველოში პირველად, სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატი - „დევების ბაშო“ გაიმართა. 

ჩემპიონატი ტოჩინოშინისა (ლევან გორგაძე) და გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) მხარდასაჭერად, სუმოს პოპულარიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის „ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის“ ორგანიზებითა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. 

ჩემპიონატში სუმოს 20 მოყვარული მონაწილეობდა. ისინი ერთმანეთს ორ ასაკობრივ კატეგორიაში დაუპირისპირდნენ. 

18 წლამდელთა შორის გამარჯვებულის ტიტული მიხეილ ღონღაძემ მოიპოვა, ხოლო ხარაგაულის პირველი ოძეკი (ჩემპიონი) ლადო არევაძე გახდა. 

„ტურნირში მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ რაღაც ახალი იყო და თან ხარაგაულში ტარდებოდა. ასევე ჩვენს ქართველ სუმოისტს, ტოჩინოშინს აქტიურად ვგულშემატკივრობ და სუმოსაც თვალყურს ვადევნებ. სიმართლე გითხრათ, გამარჯვებას არ ველოდი, რადგან ძლიერი კონკურენტები მყავდა. მადლობა ტურნირის ორგანიზატორებს,“ - აღნიშნა ლადო არევაძემ. 

„თავიდან ტურნირში მონაწილეობას არ ვგეგმავდი, მაგრამ მეგობრებმა მირჩიეს ბედი მეცადა და მეც ვცადე. სუმოს ტოჩინოშინის გამოჩენის მერე ვუყურებ. გამარჯვება ცოტა მოულოდნელი იყო და ჯერ ისიც არ ვიცი, სად გამოვიყენებ მოგებულ თანხას“ - მიხეილ ღონღაძე. 

ხარაგაულის პირველი ოძეკი გარდამავალი თასით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ დააჯილდოვა, ხოლო ტურნირის სპონსორებმა ორივე გამარჯვებულს სხვადასხვა პრიზი გადასცეს. 

„დევების ბაშოს“ იმერეთის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი და მისი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილიც ესწრებოდნენ.

„დევების ბაშომ“ დიდი დაინტერესება გამოიწვია. საყურებლად ბევრი ხალხი მოვიდა. ჩემპიონატის ყურება ასევე შესაძლებელი იყო ფეისბუქზე, ჩვენი გვერდის საშუალებით. წარმატებით ჩატარებაზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ ბაშოს დასრულებისთანავე, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გამოთქვა სურვილი სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატი იმერეთის მასშტაბით ჩატარდეს. მოკლედ, წინ დიდი გეგმებია და იმედი მაქვს, სუმო მასობრივი სპორტი გახდება. მადლობა ყველა მონაწილეს, გულშემატკივარსა და მხარდამჭერს,“ - აღნიშნა ჩემპიონატის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მირიან შარიქაძემ. 

„დევების ბაშოს“ ხარაგაულში და არა მხოლოდ, ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა. ერთ-ერთი მათგანი იყო გიორგი გოგოლაძე, რომელიც ჩემპიონატზე მეგობრების მხარდასაჭრად მივიდა. 

როგორც ქართველების უმეტესობამ, მეც ტოჩინოშინის „დამსახურებით“ დავიწყე სუმოს აქტიური გულშემატკივრობა, შემდგომ კი ჩემმა მეგობრებმა მითხრეს რომ აპირებდნენ ხარაგაულში „დევების ბაშოს“ ჩატარებას. პირველ რიგში, ვგულშემატკივრობდი იმ სასიამოვნო წამოწყების წარმატებულობას, რომელიც ჩემი მეგობრების ინიციატივით ტარდებოდა, მერე რამდენიმე ჩემი მეგობარი იღებდა მონაწილეობას და მათ. როგორც მაყურებელი კმაყოფილი ვარ. მონაწილეები საკმაოდ კარგად გამოდიოდნენ და ამ ყველაფერს სანახაობრივს ხდიდა ისიც, რომ ჩემპიონატი სუმოს წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა“ - აღნიშნა გიორგი გოგოლაძემ. 

„დევების ბაშო“ ყოველ წელს ჩატარდება, ანუ მდინარე ჩხერიმელა და ხარაგაულის დევები შემდეგ ზაფხულამდე მომავალ ჩემპიონს დაელოდებიან. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

„გისურვებთ, რომ თქვენი მოთმინება და სიყვარული ყოველთვის გიბრუნდებოდეთ უდიდესი წარმატებითა და ბედნიერებით“

სპორტის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა 5 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო  შეეფარდა - პროკურატურა საქმის დეტალებზე საუბრობს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება