სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

UNICEF: უფროსი ბავშვები 14 წლამდე ბავშვებს დანაშაულის ჩადენას აიძულებენ
24-07-2018
-
+


„უფროსი ბავშვები ზოგჯერ უმცროს ბავშვებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 14 წელი, „ფარად იყენებენ“, სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, დანაშაულის ჩადენას აიძულებენ და ამ გზით მიღებულ შემოსავალს ართმევენ“, - ნათქვამია გაეროს ბავშვთა განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში - „ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები საქართველოში“.

კვლევის მიხედვით, მსგავსი პრაქტიკა იმ გარემოებას უკავშირდება, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 14 წლამდე ასაკის ბავშვთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ გამოიყენება.

„როგორც ჩანს, პოლიცია იყენებს სამართლებრივი დევნისთვის დადგენილ მინიმალურ ასაკს (14 წელს), რაც ქუჩის ბავშვთა ჯგუფში „უპირატესი სტატუსის“ მქონე ბავშვებს სტიმულს უქმნის, კრიმინალური მიზნებისთვის უმცროსი ასაკის ბავშვები გამოიყენონ: ბავშვების მონაყოლის მიხედვით, ქურდობასთან ან რაიმე სხვა დანაშაულთან დაკავშირებით ბავშვების ჯგუფის დაპატიმრების შემთხვევაში პოლიციის ოფიცრები ხშირად ასკვნიან, რომ დანაშაული 14 წლამდე ასაკის ბავშვმა ჩაიდინა ან არწმუნებენ ამ ბავშვებს, დანაშაული თავის თავზე აიღონ. მოზარდები ვარაუდობენ, რომ ამ გზით პოლიციელები დოკუმენტაციის გაფორმებასა და ბავშვების პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებულ შემდგომ სამუშაოს იცილებენ თავიდან“, - ნათქვამია ანგარიშში. 

გაეროს ბავშვთა ფონდი რეკომენდაციით მიმართავს დედაქალაქის მთავრობას და პოლიციას, რომ კრიმინალურ საქმიანობაზე მოახდინონ რეაგირება. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება