სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ეს იყო გახვითქული ცხენების დოღი და არა ისტ-ის გამოცდა“ - მასწავლებლები ისტ-ის გამოცდის დროის გახანგრძლივებას ითხოვენ
23-07-2018
-
+


გუშინ, 22 ივლისს მასწავლებლებმა და მასწავლებლობის მსურველებმა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტის) გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ჩააბარეს. 

გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები დროის სიმცირის გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, „არაფერი რთული არ იყო... არ იყო დრო“.

ერთ-ერთი პედაგოგი ამ საკითხს სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს უძღვნის. როგორც იგი აღნიშნავს, 2 საათი ამ გამოცდისთვის სრულიად არასაკმარისია. მასწავლებელი მოითხოვს შექმნას კომისია, რომელიც ამ საკითხს შეისწავლის:

„აი, ახლა, ერთი საათის წინ, გამოცდიდან სახლში დავბრუნდი, ვზივარ და ვფიქრობ: რა იყო ეს?!

აბსოლუტურად ყველა საკითხი ვიცოდი, არც ერთი წამი დრო არ დამიკარგავს, იმდენად მარტივი საკითხები იყო, ფიქრიც არ მჭირდებოდა.... ვინც მიცნობთ, იცით, გურული სისხლი და გენი სისწრაფეში თავისას ამბობს!!! ანუ, საკმაოდ სწრაფად ვმუშაობდი... სულ დროს ვაკონტროლებდი... და პრეზენტაციას რომ ვაწყობდი მესამე კადრზე ათი წუთი დაგრჩათო-კეთილმა მეთვალყურეებმა...

.... იმისი თქმა მინდა, ისტ-ის მასწავლებლებს მერამდენე წელია დაგვცინის სამინისტრო...

ახლა, ვზივარ და ვფიქრობ: ეს იყო გახვითქული ცხენების დოღი და არა ისტ-ის გამოცდა!!!! .... ხალხო, რა მნიშვნელობა აქვს რამდენ კრედიტს ავიღებთ 10 კრედიტიც რომ ავიღოთ, მაინც, ამოვიღოთ ხმა, რომ ჩვენ იმ ადამიანებისათვის ვიყოთ მაგალითი, ვისაც მარტო ისტ ტექნოლოგიებს კი არა, ცხოვრებისეულ უნარებსაც ვასწავლით... და დავანახოთ, რომ არავის მივცემთ ჩვენი დაცინვის უფლებას!!!

მოვითხოვ, კატეგორიულად: სად და რა კატეგორიის ადამიანები დაიტესტენ, რომ დრო ორი საათი დასკვნად დაიდო და მას შემდეგ მერამდენე წელია ასობით ისტ-ის მასწავლებლები საცოდავ დღეში ვართ!!!!

აღშფოთებული ვარ!!!!!! მოვითხოვოთ კომისიის შექმნა და ამ საკითხის შესწავლა და ერთხელ და სამუდამოდ, დავანგრიოთ ეს ხელოვნურად შექმნილი უსამართლო ბარიკადა...“ - აღნიშნულია პოსტში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება