| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში შემოდგომამ განსაკუთრებული საზეიმო განწყობა მოიტანა. სკოლაში გამართულმა შემოდგომის ღონისძიებამ სასკოლო სივრცე ფერებით, მხიარული ემოციებითა და ბავშვების ჟრიამულით აავსო.
ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები, რომლებმაც საკუთარი შემოქმედებითობით, ხალისითა და ენთუზიაზმით ნამდვილი შემოდგომის დღესასწაული შექმნეს.
ფერადი დეკორაციები, შემოდგომის ნობათი, ბავშვების საზეიმო განწყობა და გულწრფელი ღიმილი - თითოეული დეტალი ამ დღეს განსაკუთრებულსა და დასამახსოვრებელს ხდიდა.
ღონისძიება კიდევ ერთხელ გახდა იმის დასტური, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასკოლო ცხოვრებაში შემოქმედებითი აქტივობები, რომლებიც ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის, ერთად მუშაობისა და სასიამოვნო მოგონებების შექმნის შესაძლებლობას აძლევს.
სკოლის ხელმძღვანელი მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგსა და ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ ადამიანებს ამ ლამაზი დღის შექმნისთვის!
იხილეთ ვიდეო:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება