სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოში ჰაერში ტყვიის შემცველობა ევროპულ დონეს ხუთჯერ ჩამოუვარდება
19-07-2018
-
+


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელის, ნოე მეგრელიშვილის განცხადებით საქართველოში ჰაერში ტყვიის შემცველობა ევროპულ დონეს ხუთჯერ ჩამოუვარდება.

„ჰაერში ტყვიის შემცველობას გარემოს ეროვნული სააგენტო ლაბორატორიული ანალიზით იკვლევს და მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰაერში ტყვია ფიქსირდება. მეგრელიშვილი ასევე გამორიცხავს საწვავში ტყვიის არსებობას.

2017 წლის შედეგებმა დაადასტურა, რომ ჰაერში ტყვიის შემცველობა ევროპულ დონეზე 35-ჯერ დაბალი იყო. ქვეყანაში 2005 წლიდან აკრძალულია ტყვიის შემცველი ბენზინის მოხმარება და ბოლო წლებში ჩატარებულ არცერთი კვლევით, იქნება ეს არასამთავრობო სექტორის მონაცემები, ჟურნალისტური გამოძიება თუ სახელმწიფო კონტროლი, ტყვიის დასაშვებზე მეტი შემცველობა ჰაერში არ დაფიქსირებულა.

ტყვიის წყაროებს სწორად უნდა მივაგნოთ და პრობლემა ვეძებოთ იქ, სადაც ამის ყველაზე მაღალი ალბათობაა – სათამაშოებში, საღებავებში. იყო შემთხვევა, როდესაც ადამიანი დააპატიმრეს იმის გამო, რომ სუნელების რაოდენობას საღებავებით ზრდიდა“, – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2018 წლის განახლებული ანგარიშით  მეთოდოლოგიური შეცდომა გამოასწორა და საქართველომ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით პირველი ადგილიდან 70-ზე გადაინაცვლა.

იხილეთ ასევე:

როგორ დავიცვათ თავი დაბინძურებული ჰაერის მავნე ზემოქმედებისგან - სპეციალისტების რჩევები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება