| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის N2 სკოლის მოსწავლეებმა „ჭიათურობა 2026“ ქალაქთან ერთად აღნიშნეს.
ბავშვები სახალხო დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებას ტრადიციულად დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ და საინტერესო საზეიმო ნომრებითაც წარდგნენ დღესასწაულის სტუმრების წინაშე.
„ჭიათურის N2 საჯარო სკოლისთვის „ჭიათურობაში“ მონაწილეობა მრავალწლიანი ტრადიცია და მშობლიური ქალაქისადმი სიყვარულის გამოხატულებაა. ჩვენი სკოლა ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა ქალაქის მნიშვნელოვან ღონისძიებებში და თავისი წვლილი შეჰქონდა მის კულტურულ ცხოვრებაში.
გვჯერა, რომ ქალაქის დღესასწაულში ჩართულობა მხოლოდ საზეიმო ღონისძიების ნაწილი არ არის. იგი მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ მშობლიური ქალაქის ისტორია, დააფასონ მისი ტრადიციები, განივითარონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და იგრძნონ, რომ ქალაქის აწმყოსა და მომავალში თითოეული მათგანის მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
სკოლა და ქალაქი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სივრცეებია - სკოლაში აღზრდილი თაობები ქმნიან ქალაქის მომავალს, ინარჩუნებენ მის ღირებულებებს და ახალი იდეებით აგრძელებენ მის ისტორიას. ჩვენ გვეამაყება ჩვენი ქალაქი, მისი ადამიანები, კულტურა და ტრადიციები!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ჭიათურის სახალხო დღესასწაული ქალაქის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებსა და ადამიანებს აერთიანებს. ეს არის დღე, როდესაც განსაკუთრებულად იგრძნობა მშობლიური ქალაქის სიყვარული, ერთიანობა და საერთო ღირებულებებისადმი პატივისცემა.
დღესასწაული მრავალფეროვანი კულტურული, შემეცნებით-გასართობი და სპორტული ღონისძიებებით, გამოფენებით, პერფორმანსებითა და საზეიმო წარმოდგენებით აღინიშნა.
„სადღესასწაულო გარემომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ჭიათურის კულტურული მრავალფეროვნება და საზოგადოებრივი ცხოვრების აქტიურობა. „ჭიათურობა 2026“ - ჩვენი ქალაქი, ჩვენი სიამაყე!“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჭიათურის N2 საჯარო სკოლისთვის „ჭიათურობაში“ მონაწილეობა მრავალწლიანი ტრადიცია“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა