| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით გამოირჩევიან.
2024 წლიდან ქუთაისის N12 საჯარო სკოლა აქტიურად იყო ჩართული ევროპის საბჭოს პროექტში -„დემოკრატია იწყება სკოლაში-მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სკოლასა და ადგილობრივ თემში“, რომელიც VII-XII კლასის მოსწავლეთა, მასწავლებელთა და თემის აქტიურ მონაწილეობას, თანამშრომლობასა და სასკოლო ცხოვრებაში რეალური ცვლილებების შექმნას ემსახურებოდა.
23 ოქტომბერს, მოსწავლეებმა - ნინო ფერაძემ და ნატალი ცნობილაძემ, პროექტის ფარგლებში გამართული შემაჯამებელი კონფერენციის შთაბეჭდილებები, ახალი იდეები და მიმართულებები გააცნეს სასკოლო საზოგადოებას. აგრეთვე თანატოლებს მოუწოდეს, რომ გაუზიარონ საკუთარი იდეები, გაერთიანდნენ გუნდებად და აქტიურად ჩაერთონ ცვლილებების შექმნის პროცესში.
„თითოეული იდეა შეიძლება იქცეს რეალურ ინიციატივად, რომელიც გააუმჯობესებს სასკოლო გარემოს! ერთად შეიძლება არა მხოლოდ იდეების მოფიქრება, არამედ მათი რეალობად ქცევაც!“,- აღნიშნავენ სკოლაში და შეხვედრის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
შეხვედრის დასასრულს, პროექტის ფარგლებში სკოლასა და თემში მოსწავლეთა მონაწილეობის პრაქტიკების დანერგვის კომპონენტში აქტიური ჩართულობისთვის მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა