სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს პროექტის შემაჯამებელ კონფერენციაში მონაწილეობდნენ 
23-10-2026
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები დემოკრატიულ ღირებულებებზე იზრდებიან.

2024 წლიდან სკოლა ევროპის საბჭოს (Council of Europe) მასშტაბურ პროექტში -„დემოკრატია იწყება სკოლაში“ აქტიურად არის ჩართული.

ინიციატივა მიზნად ისახავს VII-XII კლასის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ჩართულობის გაძლიერებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

16-19 ოქტომბერს, ქობულეთში, სასტუმრო georgian palace hotel-ში გაიმართა პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია, რომელსაც საქართველოს 42 საჯარო სკოლა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, უილიამ მასოლინი ესწრებოდა.

სკოლის დელეგაციამ (ნათია სულავა - სკოლის დირექტორი; ნათია ნამიჭეიშვილი - სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;  ნინო ფერაძე -მოსწავლე; ნატალი ცნობილაძე - მოსწავლე) აქტიური მონაწილეობა მიიღო გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო ინიციატივების დაგეგმვაში. 

„დიდი მადლობა ჩვენი სკოლის ფასილიტატორს, რუსუდან ლომთაძეს დაუღალავი შრომისა და მხარდაჭერისთვის!“- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

პიროვნება

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

„დიდი მადლობა ჩვენი სკოლის ფასილიტატორს, რუსუდან ლომთაძეს დაუღალავი შრომისა და მხარდაჭერისთვის!“

მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სიწმინდე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება