| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N117 საჯარო სკოლაში მოსწავლის ბრწყინვალე წარმატებით ხარობენ.
სკოლის მე-10გ კლასის მოსწავლემ, ნანა ბოცვაძემ წარმატებით გაიარა საკმაოდ რთული და მრავალეტაპიანი შესარჩევი კონკურსი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო პლატფორმის ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის (The New York Academy of Sciences) – „Junior Academy“-ს 2026-2027 სასწავლო წლის ნაკადის წევრი გახდა
The Junior Academy არის უდიდესი საერთაშორისო პლატფორმა და გლობალური პროგრამა, სადაც მოხვედრა უმკაცრეს კონკურენციას უკავშირდება.
ყოველწლიურად მსოფლიოს ასობით ქვეყნიდან ათასობით STEM მიმართულებით დაინტერესებული მოსწავლე აგზავნის განაცხადს, უდიდესი კონკურენციის ფონზე კი აპლიკანტებიდან მხოლოდ საუკეთესოთა შერჩევა ხდება.
სწორედ ეს მკაცრი კონკურსი გაიარა წარმატებით მე-10 კლასელმა ნანა ბოცვაძემ და შეუერთდა საერთაშორისო გუნდს, სადაც გლობალურ მენტორთან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ თანატოლებთან ერთად იმუშავებს ისეთ თანამედროვე გამოწვევასა და სამეცნიერო პროექტზე, როგორიცაა BrainTech (ტვინ-კომპიუტერის ინტერფეისები და ნეიროტექნოლოგიები).
აღსანიშნავია, რომ BrainTech-ზე მუშაობენ მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრები. ამ მიმართულებით პროექტებზე მუშაობა (მაგალითად, Junior Academy-ს ფარგლებში) ნიშნავს წვდომას უახლეს AI ალგორითმებთან, ნეირობიოლოგიურ მონაცემებთან და რეალურ გამოწვევებთან, რომლებიც მომავლის მედიცინასა და ტექნოლოგიებს ჩამოაყალიბებს.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება