| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე მუდმივ განვითარებასა და სიახლეების ძიებას მოითხოვს, რაც პირდაპირ აისახება სწავლების ხარისხზე. მესტიის მუნიციპალიტეტის, იფარის საჯარო სკოლა აქტიურად უერთდება ამ პროცესს და მზადყოფნას გამოთქვამს, საგაკვეთილო პროცესში პროგრესული ცვლილებები დანერგოს.
სკოლის ხელმძღვანელობა და პედაგოგიური კოლექტივი სრულად არიან ორიენტირებულები სწავლების მაღალ სტანდარტზე, რადგან მათთვის მთავარ პრიორიტეტს ყოველთვის მოსწავლე, მისი განვითარება და ინტერესები წარმოადგენს. ინოვაციური მიდგომების ინტეგრირება სკოლას საშუალებას აძლევს, ფეხი აუწყოს თანამედროვე მოთხოვნებს და ბავშვებს საუკეთესო საგანმანათლებლო გარემო შეუქმნას.
რეფორმებისა და მოსწავლეთა შეფასების სამკომპონენტიანი მოდელის დანერგვას პოზიტიურად აფასებს მესტიის მუნიციპალიტეტის, იფარის საჯარო სკოლის დირექტორი ციცინო ფანგანი. მისი განცხადებით, ნებისმიერი რეფორმა და სიახლე წინ გადადგმული ნაბიჯია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც თითოეული დეტალი წინასწარ არის გააზრებული, დაგეგმილი და საფუძვლიანად ნაფიქრი.
„როდესაც სისტემაში ახალი მიდგომა შემოდის, ეს ნიშნავს, რომ მის ეფექტურობაზე სპეციალისტებმა უკვე იზრუნეს. ჩვენი მიზანია, ეს ნაფიქრი და გაანალიზებული მოდელი მაქსიმალურად ეფექტურად მოვარგოთ რეალობას. აქამდეც აქტიურად ვწერდით ნიშნებს საშინაო დავალებებში, პედაგოგებს ეს მიდგომა მოსწონთ და პრაქტიკამაც აჩვენა, რომ მიმდინარე დავალებების შეფასება მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობას ზრდის“, - აღნიშნავს ქალბატონი ციცინო და ყურადღებას ერთ გარემოებაზე ამახვილებს: მისი თქმით, შეფასების აღნიშნული მოდელი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კომუნიკაციას სკოლასა და ოჯახს შორის, რაც ხარისხიანი განათლების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.
იფარის სკოლის დირექტორის თქმით, ეს მიდგომა მშობლებს აძლევს საშუალებას, მუდმივად იყვნენ საქმის კურსში, თვალი ადევნონ შვილების ყოველდღიურ აკადემიურ მოსწრებას და დროულად დაინახონ მათი პროგრესი.
„სკოლა და მშობელი ერთი გუნდია. როდესაც მშობელმა ზუსტად იცის, როგორ სწავლობს მისი შვილი ყოველდღიურად და არა მხოლოდ სემესტრის ბოლოს, ის უფრო მეტად ერთვება შვილის განათლების პროცესში, რაც მასწავლებლის შრომასაც უფრო ნაყოფიერს ხდის“, - განმარტავს დირექტორი და დასძენს: „რეფორმა და წინსვლა სიახლეების გარეშე ვერ იქნება...“
ჩვენ კი აღვნიშნავთ, რომ იფარის საჯარო სკოლის გუნდი არ უშინდება გამოწვევებს და თითოეულ სიახლეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ხვდებიან, რადგან სწამთ, რომ ადგილობრივ ახალგაზრდებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და კონკურენტუნარიანი განათლება უნდა ჰქონდეთ.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება