სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სტეფანწმინდის წმ. ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგი ნინო ღუდუშაური მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა
20-10-2026
-
+


სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგის - ნინო ღუდუშაურის წარმატებული პროფესიული საქმიანობა და მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილი აღინიშნა. 

ნინო ღუდუშაური პედაგოგიური ღვაწლისთვის საზეიმოდ დაჯილდოვდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით გამართულ ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ღონისძიებაზე, ყაზბეგის სკოლებიდან წარდგენილ ღვაწლმოსილ პედაგოგებს, მათ შორის, ნინო ღუდუშაურს საპატიო სიგელები გადაეცათ.

სკოლაში ახარებთ კოლეგის შრომის დაფასება და მას კიდევ მრავალი წარმატებული და ღირსეული თაობის აღზრდას უსურვებენ. 

„განსაკუთრებით ვამაყობთ სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დაწყებითი კლასების მასწავლებლით - ნინო ღუდუშაურით, რომელიც ამ ჯილდოზე იქნა წარდგენილი.

დიდი მადლობა ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ღონისძიების ორგანიზებისთვის და ყაზბეგის მერიას მხარდაჭერისთვის.

ყველა პედაგოგს ვულოცავთ ამ დაფასებას. მადლობა თქვენი შრომისთვის და ჩვენი შვილების მომავლის შენებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება