სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები  წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ
20-10-2026
-
+


ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგების - ირმა კონცელიძისა და რუსუდან დავითაძის წარმატებული პროფესიული საქმიანობა აღინიშნა. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, რესურსცენტრის მხარდაჭერით, მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე სკოლა-გიმნაზიის მასწავლებლები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლა-გიმნაზიაში ახარებთ მათი შრომის დაფასება და კოლეგებს კიდევ მრავალი განათლებული და წარმატებული თაობის აღზრდას უსურვებენ. 

„მოხარულები ვართ აღვნიშნოთ, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს ჩვენი გიმნაზიის გამორჩეული სახეები კვლავ ყურადღების ცენტრში იყვნენ.

ღონისძიებაზე საპატიო სიგელით დაჯილდოვდა ჩაქვის სასულიერო გიმნაზიის დაწყებითი კლასების პედაგოგი, ქალბატონი ირმა კონცელიძე. ქალბატონი ირმა წლებია, რაც ჩვენს გიმნაზიაში ეწევა ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას. იგი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში, სადაც მისი მოსწავლეები მუდამ მაღალ წარმატებებს აღწევენ და გამორჩეულ შედეგებს აჩვენებენ.

დიდი სიხარულითა და სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ ჩვენი სკოლის ხელოვნების მასწავლებელი, ქალბატონი რუსუდან დავითაძე, რომელიც ღონისძიებაზე მართალია სხვა სკოლის სახელით იყო წარდგენილი, თუმცა მისი დამსახურებული აღიარება ჩვენი გიმნაზიის საერთო სიხარული და სიამაყეა.

ჩვენი პედაგოგების ამ დიდ წარმატებებსა და სკოლის ყოველდღიურ წინსვლას მტკიცედ უდგას სათავეში გიმნაზიის ხელმძღვანელი, დეკანოზი დანიელ სოლომონიძე, რომლის მზრუნველობა, ლოცვა-კურთხევა და სწორი ლიდერობა მუდამ განაპირობებს ჩვენი სასწავლებლისა და გუნდის ასეთ მაღალ შედეგებს.

ვულოცავთ ქალბატონ ირმასა და ქალბატონ რუსუდანს საპატიო სიგელებსა და დამსახურებულ აღიარებას! ვუსურვებთ მათ ჯანმრთელობას, ულევ ენერგიასა და პროფესიულ წინსვლას. კიდევ დიდხანს ეღვაწოთ მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების საპატიო საქმეში, ჩვენი სკოლის ხელმძღვანელობის მფარველობით!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

სკოლა-გიმნაზიაში ახარებთ მათი შრომის დაფასება და კოლეგებს კიდევ მრავალი განათლებული და წარმატებული თაობის აღზრდას უსურვებენ
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება