სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქობულეთის წმ. კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის ბუნებისმეტყველების გაკვეთილები ახალი აღმოჩენების შესაძლებლობაა
19-10-2026
-
+


ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ბუნებისმეტყველებას მრავალფეროვანი აქტივობებით, ექსპერიმენტებითა და საინტერესო პრაქტიკული სამუშაოებით სწავლობენ, რაც ბავშვებისთვის საგნის სწავლას სიხარულად აქცევს. 

Vlა კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ნაირა ვასაძის ხელმძღვანელობით, გაკვეთილებზე ახალ ცოდნას იძენენ, იკვლევენ და შეიცნობენ სამყაროს. სასწავლო პროცესი მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობის გაღვივებასა და აღმოჩენებისადმი ინტერესის გაღრმავებას ემსახურება. გაკვეთილებზე ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ერთმანეთს ერწყმის, რაც სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის.

„ბუნებისმეტყველება აღმოჩენების, შემეცნებისა და ახალი შესაძლებლობების სამყარო! ახალი სასწავლო წელი ბუნებისმეტყველებაში ემოციებით, საინტერესო აქტივობებითა და შემეცნებითი თავგადასავლებით დაიწყო.  თითოეული გაკვეთილი მოსწავლეებისთვის ახალი აღმოჩენების, ცნობისმოყვარეობისა და სამყაროს შეცნობის შესაძლებლობაა. სწავლა ხომ ყველაზე საინტერესო მაშინ ხდება, როდესაც ცოდნა ემოციებს, გამოცდილებასა და აღმოჩენების სიხარულს ერწყმის!“,- გვეუბნებიან სკოლაში და ერთ-ერთი შთამბეწდავი გაკვეთილიდან ვიდეომასალას გვიზიარებენ. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება