სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია როდესაც მის აზრს უსმენენ“ - ხორენიის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლეილა დათაშვილი
12-10-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებლის - ლეილა დათაშვილისთვის სასწავლო პროცესი მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებით იწყება და მათი შესაძლებლობების აღმოჩენითა და ბავშვების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისიწნებით გრძელდება. სწავლებისას სახალისო აქტივობებს და ინტერაქტიულ მეთოდებს მიმართავს და ცოდნას ცხოვრებას უკავშირებს. 

ხორენიის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი ლეილა დათაშვილი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს როგორ უნდა დაიწყოს სასწავლო წელი წარმატებით, რას უნდა დაეფუძნოს კარგი გაკვეთილი და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად.

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

-მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვიძება, მათი შესაძლებლობების აღმოჩენა  და გარემოს შექმნა, სადაც თითოეული ბავშვი თავს დაფასებულად და თავდაჯერებულად იგრძნობს.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველი რიგში ვფიქრობ..

- მოსწავლეთა საჭიროებებზე, მათ ინტერესებს და იმაზე, როგორ გავხადო სასწავლო პროცესი საინტერესო აქტიური და შედეგიანი.

- გაკვეთილი  მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- მოსწავლეები ინტერესით ერთვებიან სასწავლო პროცესში, იზიარებენ ახალ ცოდნას  და მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ.

- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

- დადებითი განწყობით, საინტერესო კითხვებით, ღიმილით, თბილი გარემოთი და მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებით, სადაც თითოეული ბავშვი თავს მნიშვნელოვნად გრძნობს.

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვივებლად ვიყენებ...

- სახალისო აქტივობებს, ინტერაქტიულ მეთოდებს და ყოველდღიურ ცხოვრებიდან საინტერესო მაგალითებს, რომლებიც სწავლას  უფრო საინტერესოს  და სახალისო ხდის.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია როდესაც...

- მის აზრს უსმენენ და გაკვეთილზე თავისუფლად გრძნობს თავს, აფასებენ შრომას, პატივის ცემენ მის აზრს და სჯერათ მისი შესაძლებლობის.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად  იქცევა, როდესაც...

- მოსწავლეები ცოდნას ინტერესით იძენს, საკუთარ წარმატებას ხედავს და ყოველი ახალი აღმოჩენით ბედნიერია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება