სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შპს N1 (გოქაძის) სკოლის მოსწავლე გიორგი ნიკოლაძემ ევროპარლამენტში „ახალგაზრდა დიპლომატის“ მისია შეასრულა
08-10-2026
-
+


შპს N1 (გოქაძის) სკოლის მოსწავლე გიორგი ნიკოლაძემ დიპლომატიური პროექტის ფარგლებში, ევროპულ სივრცეში საქართველო წარადგინა. 

გიორგი ნიკოლაძე ეწვია ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოს, სადაც ევროპარლამენტარის როლი მოირო, ჩაერთო დებატებში და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელა.

გიორგი ასევე დაესწრო ევროკავშირის შესახებ საგანმანათლებლო ლექციებს, გაეცნო ევროპული ინსტიტუტების საქმიანობის, ასევე შეხვდა ევროპელ დელეგატებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. 

სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და მას ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„გვინდა, გაგიზიაროთ ჩვენი მოსწავლის, გიორგი ნიკოლაძის, საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება დიპლომატიური პროექტის ფარგლებში.

გიორგიმ პროექტში - „ახალგაზრდა დიპლომატის“ მისია შეასრულა და შესაძლებლობა ჰქონდა, ევროპულ სივრცეში საქართველო წარმოედგინა.

პროექტის ფარგლებში იგი ეწვია ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოს, სადაც მონაწილეებმა ევროპარლამენტარების როლები მოირგეს, ჩაერთნენ დებატებში, იმსჯელეს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე და მონაწილეობა მიიღეს რეზოლუციების შემუშავებისა და მიღების პროცესში.

გიორგიმ ასევე მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის შესახებ საგანმანათლებლო ლექციებში, გაეცნო ევროპული ინსტიტუტების მუშაობის პრინციპებს და შეხვდა ევროპელ დელეგატებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც პროექტმა ახალგაზრდებს მისცა - საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად გამოხატვა, დებატებში მონაწილეობა, განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა და დიპლომატიური უნარების პრაქტიკაში გამოყენება.

ვამაყობთ გიორგით და მისი აქტიურობით!

გვჯერა, რომ სწორედ ასეთი გამოცდილებები ეხმარება ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავებაში, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და საკუთარი მომავლის უფრო მკაფიოდ დანახვაში. წარმატებებს ვუსურვებთ გიორგის მომავალ გზაზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლის წარმატებას სიამაყით გვიზიარებენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
„ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა, ბავშვებისთვის გვესწავლებინა, რომ ისტორია მხოლოდ თარიღებისა და ომების ერთობლიობა არ არის“
 

სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და მას ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება