სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N28 სკოლის დირექტორმა მოსწავლეთა წარმატების შესახებ „ეტალონი-მედია“ ჯგუფისგან ოფიციალური წერილი მიიღო
28-09-2026
-
+


თბილისის N28 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადაში გამორჩეულ შედეგებს მიაღწიეს. 

ლიზი წიკლაური, ბარბარე დვალიშვილი და გიორგი ბერაია 2026 წლის გაზაფხულის სეზონის ინგლისური ენის ოლიმპიადაში, საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეთა ათეულში მოხვდნენ.

მოსწავლეთა პედაგოგი გახლავთ სკოლის დირექტორი ქეთევან დავლიანიძე.

პედაგოგმა და იმავდროულად სკოლის ხელმძღვანელმა, მოსწავლეთა ბრწყინვალე წარმატების შესახებ „ეტალონი-მედია“ ჯგუფისგან ოფიციალური წერილი მიიღო. 

„თქვენი სკოლის მოსწავლეთა გამორჩეულმა შედეგებმა არა მხოლოდ მათ, არამედ თქვენი სკოლის პოზიტიური საგანმანათლებლო სიძლიერის წარმოჩენასაც შეუწყო ხელი.

ღრმად გვწამს, მოსწავლეთა წარმატების წარმოჩენა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მათ შემეცნების გზაზე. თითოეულის წარმატება კი სკოლის, პედაგოგიური გუნდისა და საგანმანათლებლო სისტემის მხარდაჭერას უსვამს ხაზს. არაფორმალური საგანმანათლებლო პროექტების ფლაგმანი - „ეტალონი“ და მისი პროექტები კი უცვლელი აუცილებელი კომპონენტია მომავალი თაობის ეფექტური მოტივაციისთვის.

„ეტალონის“ საგნობრივი საგაზაფხულო და შემოდგომის ოლიმპიადები, ტრადიციულად, მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მოსწავლეებში კლასების შესაბამისი ცოდნის შემოწმებას, განმტკიცებასა და მოსწავლეთა მოტივირებას. ოლიმპიადები 2026 წლის გაზაფხულზე ოთხი მიმართულებით ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა და ლოგიკური აზროვნება და ზოგადი განათლება. ოლიმპიადებში მონაწილეობა ხუთი ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მთელი საქართველოდან.

გილოცავთ თითოეული მოსწავლის ამ მნიშვნელოვან აღიარებას და ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით სამომავლოდაც თქვენი სკოლის კიდევ არაერთი მოსწავლის წარმოჩენას შევძლებთ“,- ვკითხულობთ წერილში. 

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

​„ვულოცავთ, ჩვენს მოსწავლეებს და ვუსურებთ შემდგომ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება