სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მოსწავლეთა ტრადიციად ქცეული დაჯილდოება და საზეიმოდ განახლებული სასწავლო პროცესი მუხრანას საჯარო სკოლაში
22-09-2026
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა. 

15 სექტემბერს, სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს. სკოლის ეზო მოსწავლეთა ჟრიამულით აივსო, ლამაზმა დახვედრამ კი ბავშვებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. 

საზეიმო დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი წარმატებული მოსწავლეების მიღწევების აღნიშვნას დაეთმო. წარჩინებულ მოსწავლეებს მიღწეული შედეგებისა და სწავლისადმი განსაკუთრებული მონდომებისთვის სიგელები მიენიჭათ.

სკოლის დირექტორმა, ნესტან ონიანმა დიდი სიყვარულით მიმართა პატარებს და აკადემიური გზა დაულოცა.

„სწავლის გზა ია-ვარდით გქონოდეთ მოფენილი! იშრომეთ, ისწავლეთ, დაისახეთ მიზნები და აუცილებლად მიაღწევთ ყველაფერს. მინდა, განსაკუთრებული სიყვარულით მივმართო პირველკლასელებს, რომლებიც ბედნიერი და გაკვირვებული თვალებით გვიყურებენ, ცნობისმოყვარეობით ათვალიერებენ აქაურობას. მათ პირველად შემოაღეს სკოლის კარი და მინდა, წარმატებული ადამიანები გაიზარდონ, ჩვენ სასკოლო საზოგადოება კი თავს არ დავზოგავთ ამისთვის.

გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას ჩვენო მომავალო თაობავ!“,- აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

პედაგოგებმა მოსწავლეებს ლამაზად მორთული სასკოლო სივრცე დაახვედრეს და მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დიდი სიყვარულით შეუძღვნენ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება